ლევან მამალაძე: შევქმენით პლატფორმა „დაიცავი მშვიდობა“, რათა გაირკვეს, რა გარიგება იყო სააკაშვილსა და რუსეთს შორის, რომელმაც გამოიწვია უმძიმესი შედეგები საქართველოსთვის და ხელისუფლების მესვეურთა გამდიდრება

Read Time:1 Minute, 12 Second

ჩვენ შევქმენით პლატფორმა „დაიცავი მშვიდობა“, რათა გაირკვეს, რა მოხდა 2008 წლის ომის დაწყების წინ, რა გარიგება იყო სააკაშვილსა და რუსეთს შორის, რომელმაც გამოიწვია უმძიმესი შედეგები საქართველოსთვის და ხელისუფლების მესვეურთა გამდიდრება, მათ შორის იმ 2,5 მილიარდი დოლარის გაფლანგვა-მითვისება, რომელიც გამოყოფილი იყო ცხინვალის რეგიონიდან დევნილებისთვის, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პლატფორმის „დაიცავი მშვიდობა“ ინიციატორმა, „სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ლევან მამალაძემ განაცხადა.„ჩვენ დამაჯერებლად ვსაუბრობთ იქიდან გამომდინარე, რა ინფორმაციაც არსებობს. პირველი წყარო არის სააკაშვილის და მისი ხელისუფლების განცხადებები. ისინი აცხადებდნენ, რომ მათ ჰქონდათ მოლაპარაკებები რუსეთთან. რით უნდა აიხსნას ის, რომ დამარცხებულ ქვეყანაში, ოკუპირებული ტერიტორიებით, მათ ოფშორულ კომპანიებში და პირად ანგარიშებზე მოხდა თანხების უზარმაზარი შემოდინება. მათ ჩამოიყვანეს დიდი ნაკადი რუსი ბიზნესმენებისა, რომლებსაც გადასცეს სტრატეგიული ობიექტები. გამოდის, რომ საქართველო დამარცხდა, ქართველი ხალხი დამარცხდა, ისინი კი გამდიდრდნენ. ეს არის ყველაზე მძიმე შედეგი, რომელიც გამოძიებული უნდა იყოს. ჩვენთან უამრავი ადამიანი მოდის და კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს. ამიტომ გადავწყვიტეთ, შევქმნათ საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისია, სადაც ეს მასალები შეიკრიბება და ჩვენ დავეხმარებით პროკურატურას, რომ ეს გამოძიება სწრაფად წარიმართოს. ჩვენ შედეგებით ვხელმძღვანელობთ – რა ახსნა აქვს იმას, როცა შეიარაღებას, ტერიტორიებს გადასცემ საჩუქრად, მიატოვებ მეომრებს, ოფიცრებს და ყველა პირობა შექმნილია იმისთვის, რომ რუსეთი შემოვიდეს, ტერიტორია დაიკავოს და შემდგომ ეს ხალხი გამდიდრდეს. რუსეთის მაშინდელი და დღევანდელი შეიარაღება აბსოლუტურად განსხვავებულია და როდესაც მშვიდობაზე ვსაუბრობთ, მაშინ საქართველოს შეეძლო გმირული წინააღმდეგობა გაეწია და არა მიეტოვებინათ ის ბიჭები, რომლებიც გმირულად დაიხოცნენ, მათ მართლა შეეძლოთ წინააღმდეგობა გაეწიათ. მაგრამ იქ სამხედრო მართვა არ არსებობდა. ეს შესასწავლი საკითხია, პოლიტიკური ლიდერები, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები მართავდნენ ამ პროცესს და არა გენერალური შტაბი“, – აცხადებს ლევან მამალაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 2023 წლის პირველ ტურნირზე, პორტუგალიაში ექვსი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
Next post დიმიტრი ხუნდაძე „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერზე: როცა ჩანაწერში მონაწილე პირი არ გამოხატავს სურვილს, რომ სამართლებრივად დადგინდეს მისი ნამდვილობა, ეს კითხვის ნიშანს კიდევ უფრო მეტად ზრდის