ლევან დავითაშვილი: ახმეტის მუნიციპალიტეტს მევენახეობის, მეხილეობის და მეცხოველეობის განვითარების მიმართულებით დიდი პოტენციალი გააჩნია

Read Time:38 Second

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ახმეტის მუნიციპალიტეტს დიდი პოტენციალი აქვს მევენახეობის, მეხილეობის, ასევე, მეცხოველეობის განვითარების მიმართულებებით. აღნიშნულის შესახებ მინისტრმა „ქართული ოცნების“ ახმეტის მერობის კანდიდატის, ალექსი ფიცხელაურის წარდგენაზე განაცხადა.

„ჩვენ პრემიერ-მინისტრთან ვიმსჯელეთ, რომ კონკრეტული დაპირებები გავცეთ და კონკრეტულ დაპირებებზე ვიყოთ პასუხისმგებლები. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო განვითარების გეგმა სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის, ბუნების დაცვის მიმართულებით. ეს არის 10 წლიანი გეგმა, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რა არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, დროის რომელ მონაკვეთში რა უნდა იყოს შესასრულებელი და რა მიზანს უნდა ვაღწევდეთ და, შესაბამისად, ჩვენ ვიყოთ ანგარიშვალდებული თითოეულ თქვენგანთან. ამისთვის ჩვენ ვართ ღია, გახსნილები. ეს გეგმები იყო წარდგენილი მოსახლეობისთვის. ჩვენ გვექნება მეტი კომუნიკაცია არჩევნების პროცესშიც. ეს არის პროცესი, რომელიც გაგრძელდება არჩევნების მერეც და ვისაუბრებთ კონკრეტულ დეტალებზე, კონკრეტულ დარგებზე, კონკრეტულ მიმართულებებზე”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე: კვლევებში დაფიქსირებული მხარდაჭერის მაჩვენებელი ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება პრაქტიკულად გარდაუვალია
Next post ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი არის უსინდისო კაცი და სანდრო გირგვლიანზე თუ არ ილაპარაკებს მისთვის იქნება უკეთესი