მიხეილ სარჯველაძე: კვლევებში დაფიქსირებული მხარდაჭერის მაჩვენებელი ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება პრაქტიკულად გარდაუვალია

Read Time:37 Second

მხარდაჭერის ეს მაჩვენებელი, რომელიც დაფიქსირდა ამ კვლევების პროცესში, ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს, რომ ყველა მათგანში პრაქტიკულად გარდაუვალია „ქართული ოცნების“ გამარჯვება. ამისგან განსხვავებული მოლოდინი ალბათ ოპოზიციასაც არ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

„ამის დასტურია, ამ დრომდე არცერთი უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი რომ არ ვიცით. არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში რაიმე კონკურენტუნარიანი გადაწყვეტილება მიიღონ ოპოზიციაში – ისეთი, რამაც შეიძლება „ქართული ოცნების“ კანდიდატების გამარჯვების პერსპექტივებთან დაკავშირებით ეჭვები გააჩინოს. ისედაც მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, რომ ყველგან, სადაც კანდიდატი გვყავს დასახელებული და ეს თბილისის ყველა რაიონია, ეს არის არაჩვეულებრივი გამოცდილებისა და შესაძლებლობების ადამიანები – ტალანტები, პირდაპირ რომ ვთქვათ. ვისარგებლებ შემთხვევით და ნაძალადევის ყოფილ გამგებელს გამოვყოფ, რომლის წარმატებაც ჩემთვის პირადად ძალიან კარგად ცნობილია. ეს არის გამორჩეულად კარგი პიროვნება, მაღალი დონის პროფესიონალი და უზარმაზარი შესაძლებლობების მქონე კაცი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: „ნაცებს“ „ნაცებისთვის“ გადამდგარმა გახარიამ გაასწრო და ახლა ცდილობენ თქვან, რომ 50%-იანი შედეგის შემთხვევაშიც კი, ლეგიტიმაციის პრობლემა იქნება
Next post ლევან დავითაშვილი: ახმეტის მუნიციპალიტეტს მევენახეობის, მეხილეობის და მეცხოველეობის განვითარების მიმართულებით დიდი პოტენციალი გააჩნია