ლაშა ტალახაძე – შევეცდები, მოსკოვში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი ავაჟღერო, ეს იქნება პასუხი ყველა იმ ადამიანისადმი, ვისაც ეჭვი ეპარება ჩვენს პატრიოტიზმში
ლაშა ტალახაძე – შევეცდები, მოსკოვში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი ავაჟღერო, ეს იქნება პასუხი ყველა იმ ადამიანისადმი, ვისაც ეჭვი ეპარება ჩვენს პატრიოტიზმში
ქართველი სპორტსმენების მთავარი მიზანი არის გამარჯვება და ვიბრძვით, რომ ქვეყანას გავუთქვათ სახელი, – ამის შესახებ ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონმა და რეკორდსმენმა ლაშა ტალახაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მსოფლიო ჩემპიონი გამოეხმაურა ბოლო პერიოდში ქართველი სპორტსმენების, მათ შორის ქართველი მორაგბეების მიმართ პოლიტიკურ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს. ერთ-ერთი ასეთი განცხადება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გუშინ გააკეთა.
ლაშა ტალახაძის თქმით, შეეცდება, მოსკოვში, ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებას. ლაშა ტალახაძე ასევე წარმატებებს უსურვებს ქართველ მორაგბეებს, რომელთაც მომდევნო მატჩები ბელგიასა და რუსეთის ნაკრებებთან აქვთ დაგეგმილი.
„ჩვენ ვართ პოლიტიკისგან ძალიან შორს. ჩვენი მთავარი მიზანი არის გამარჯვება და ვიბრძვით, რომ ჩვენ ქვეყანას გავუთქვათ სახელი ჩვენი წარმატებით და გამარჯვებით. ჩემი აზრით, სპორტი საქართველოში ძალიან მაღალ დონეზე დგას და ყველას მინდა ვუთხრა, რომ თითოეული ჩვენგანი იბრძვის მხოლოდ გამარჯვებისთვის და საქართველოს სახელის საზღვრებს გარეთ გატანისთვის. ვიმარჯვებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ჰიმნი აჟღერდეს მსოფლიოს ყველა წერტილში.
მინდა, წარმატებები ვუსურვო ქართველ მორაგბეებს, რომლებსაც თამაში აქვთ ბელგიასთან და შემდეგ რუსეთის ნაკრებთან. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მოიპოგებენ გამარჯვებას. ასევე, წელს ჩვენც ევროპის ჩემპიონატი გვაქვს მოსკოვში, სადაც მივიღებთ მონაწილეობას. შევეცდები, რომ საქართველოს ჰიმნი ავაჟღერო მოსკოვში და ალბათ ეს იქნება ჩემი ყველაზე დიდი პასუხი ყველა იმ ადამიანისადმი, ვისაც ეჭვი ეპარება ჩვენს პატრიოტიზმში. წარმატებები ქართველ მორაგბეებს. აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ილია სულამანიძე ევროპოს ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ (100 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე მატვეი კანიკოვსკისთან...
ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მან სერბი პერისიჩი დამატებით...
ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) ოქროს მედლის მფლობელია გახდა. ქართველმა ფინალში თურქ მუჰამედ დემირელს სძლია...
ევროპის ჩემპიონატზე ქართველების მეტოქეები ცნობილია – ფინალური ბლოკის პირდაპირი რეპორტაჟები პირველ არხზე
ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები 25-28 აპრილს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირის ოთხივე დღის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ. გაიმართა პირველობის წილისყრა,...
„ლიგა 1-დან და პრემიერლიგიდან“ – ევროპული კლუბები კვარაცხელიათი ინტერესდებიან
„ნაპოლი“ შეიძლება ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიამ დატოვოს. როგორც ცნობილი ჟურნალისტი ეკრემ კონური იტყობინება, 23 წლის ქართველით ლიგა 1-დან და...
მოულოდნელი ინციდენტი სტადიონზე-ვინ არის ფეხბურთელი რომელცავ მატჩის დროს გულის შეტევა დაემართა
სერია A-ს 32-ე ტურში "უდინეზესა" და "რომას" მატჩის 72-ე წუთზე "ჯალოროსის" მცველმა ევან ნდიკამ ხელი მკერდზე მოიკიდა და გაზონზე დაწვა....