კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 137 აჭარაში, 47 კი თბილისში გამოვლინდა

Read Time:48 Second

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 137 აჭარაში გამოვლინდა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარაში, თბილისში 47, სამეგრელო-ზემო სვანეთში 6, იმერეთში 26, გურიაში 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მარინა ენდელაძის თქმით, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 40-ით გაიზარდა და ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 50%-ზე ცოტა ნაკლებია.

დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3913 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1574 ადამიანი, 22 პაციენტი კი გარდაცვლილი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ათონის მთაზე კორონავირუსით სულ მცირე 8 ბერი დაინფიცირდა
Next post პრეზიდენტი გაეროს სამიტზე საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების საკითხებზე ისაუბრებს