კორონავირუსით დაინფიცირებული მესამე პაციენტის პირველმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა

Read Time:57 Second

საქართველოში კორონავირუსით დაავადებული მესამე პაციენტის პირველ ტესტს უარყოფითი შედეგი აქვს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„პირველ დადასტურებულ შემთხვევას, იქ გვაქვს ასეთი სიტუაცია. გუშინ ავიღეთ პირველი ანალიზი, რომელიც იყო უარყოფით. დღეს განმეორებით ანალიზი გამოვიდა სუსტი დადებითი, ანუ ინფექციის ნიშნები ჯერ კიდევ არის, რის გამოც ამ პაციენტის გაწერა რამოდენიმე დღით გადაიდო. მაგრამ გვაქვს სხვა სასიხარულო ინფორმაცია, რომ რიგით მესამე პაციენტი, ასევე ირანში დაინფიცირებული და ამ პირველთან ერთად, აი მას პირველი ტესტი დღეს უარყოფითი აქვს. ხვალ კიდევ გაუკეთდება, როგორც წესია და თუ ამ პირველისგან განსხვავებით ხვალაც უარყოფითი იქნა, მაშინ ისე გამოვა, რომ გაწერაში ის მესამე გაასწრებს პირველს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე – ვინარჩუნებთ იმედისმომცემ სიტუაციას, რადგან არ დაფიქსირებულა მეოთხეული შიდა გადაცემა, როდესაც პაციენტი დაინფიცირდება ისე, რომ არ იცის, ვისგან დაინფიცირდა
Next post ბათუმში, კარანტინში მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა