ბათუმში, კარანტინში მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

Read Time:27 Second

 

ბათუმში, კარანტინში მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

პირს, რომლის ანალიზის პასუხი ბათუმის ლაბორატორიამ საეჭვოდ მიიჩნია, ლუგარის თბილისის ლაბორატორიამ კორონავირუსი დაუდასტურა,- განცხადება ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გააკეთა. თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ რეგიონი მზად არის მოსალოდნელი შესაძლო გართულებებისთვის. მისი თქმით, ინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ინფიცირებული პირი ევროპიდან დაბრუნების შემდეგ კარანტინში პირდაპირ აეროპორტიდან მოათავსეს და მას სხვა პირებთან კონტაქტი არ ჰქონია.

დღესვე ცნობილი გახდა იმ ოთხი მოქალაქის ანალიზის პასუხი, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ. არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა.

საქართველოში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კორონავირუსით დაინფიცირებული მესამე პაციენტის პირველმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა
Next post იტალიაში 24-საათის განმავლობაში კორონავირუსით 368 ადამიანი დაიღუპა