კობა გვენეტაძე: „ფრეიზერის ინსტიტუტის“ შეფასება ადასტურებს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სისწორეს

Read Time:53 Second

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე „ფრეიზერის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს ეხმაურება. მისი თქმით, აღნიშნული რეიტინგი მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნებისთვის, რამდენადაც ის გავლენას ახდენს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზე, მათ შორის საერთაშორისო ინვესტორების ნდობაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის დადებით ეფექტს და მნიშვნელობას.

„ის ბოლო მაჩვენებელი რომელიც გამოქვეყნდა, არის გაუმჯობესებული საქართველოსთვის და ეროვნულმა ბანკმაც მისი პოლიტიკით თავისი წვლილი შეიტანა ამ გაუმჯობესებაში. აქ რამდენიმე ფაქტორია: ერთი არის საკრედიტო ბაზრის რეგულაცია, სადაც მაქსიმალურთან მიახლოვებული ქულა აქვს საქართველოს. ამავე დროს, ინფლაციის მერყეობის შეფასება სადაც ასევე, მაქსიმალურთან ახლოს არის აღნიშნული ქულა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ასეთი ინსტიტუტების დადებით შეფასებას მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. „პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია ეკონომიკაზე, როგორც გლობალურად ასევე საქართველოში. ასეთ დროს სწორი გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო მნიშნველოვანია და ეს შეფასება მოწმობს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სისწორეს. ხშირად გაუკრიტიკებიათ ეროვნული ბანკი, სხვადასხვა რეგულაციების გამო, რომელიც ჩვენ მივიღეთ იმისათვის, რომ ფინანსური სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა ქვეყანაში და მოგვემზადებინა ზოგადად სისტემა ასეთი სირთულეებისათვის. ამ შეფასების მიხედვით, საკრედიტო ბაზარი არის შეფასებული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღია და ლიბერალურად მოქმედი ბაზარი“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: სააკაშვილს ციხის რომ არ ეშინოდეს, 7-ჯერ არ დააანონსებდა ჩამოსვლას და 7-ჯერ არ გადათქვამდა საკუთარ ანონსს
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ძნელია, ემოციების გარეშე შეხვდე ამდენ ოლიმპიურ ვარსკვლავს, ჩვენს კანდიდატს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, გენო პეტრიაშვილს, ლაშა შავდათუაშვილს და ვაჟა მარგველაშვილს, დიდი მადლობა, ჩვენო საამაყო ჩემპიონებო