კობა გვენეტაძემ ზურაბ ჟვანიას ოჯახს ეროვნული ბანკის ახალი საკოლექციო მონეტა გადასცა

Read Time:32 Second

კობა გვეტაძემ დღეს ეროვნულ ბანკში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლეს, ნინო ქადაგიძე-ჟვანიასა და მის შვილს, ბესარიონ ჟვანიას უმასპინძლა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ზურაბ ჟვანიას ოჯახს საჩუქრად გადასცა ახალი საკოლექციო მონეტა, რომელიც ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის იუბილესა და საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს მიეძღვნა.

„მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი” – მონეტის რევერსზე სწორედ ზურაბ ჟვანიას აღნიშნული ცნობილი ფრაზა არის დატანილი.

„ქართველი პოლიტიკოსის მიერ 20 წლის წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარმოთქმული ეს სიტყვები საქართველოს მიერ ევროპული ოჯახის კარის გაღების მთავარ სიმბოლოდ იქცა. ზურაბ ჟვანიას როლი კი, თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესში ფასდაუდებელია“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ამასთან, დღეიდან საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სტრასბურგის ქუჩებში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს
Next post დონალდ ტუსკი – ტრამპი ლოცულობს, რომ ევროკავშირი დაიშალოს