სტრასბურგის ქუჩებში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს

Read Time:25 Second

ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით ქ. სტრასბურგის ქუჩებში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს. აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი და ახალგაზრდა ქართველი კალიგრაფისტ ნიკოლოზ ღუნაშვილის მიერ დახატული ქართული ანბანის ასოებით მორთული ტრამვაის ინაუგურაცია სტრასბურგში „Droits de l’homme“-ის გაჩერებაზე მოხდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ქალაქ სტრასბურგის მერის მოადგილემ და საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენელმა წითელი ლენტი გაჭრეს.

პირველმა სტუმრებმა გაჩერება Droits de l’homme“-იდან „République-ის მოედნამდე იმოძრავეს. ტრამვაი სტრასბურგის ქუჩებში 6 თვე იმოძრავებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მთავრობამ ფოთში საზღვაო სასწავლებლის მშენებლობისთვის 6 მილიონ ლარამდე გამოყო
Next post კობა გვენეტაძემ ზურაბ ჟვანიას ოჯახს ეროვნული ბანკის ახალი საკოლექციო მონეტა გადასცა