მთავრობამ ფოთში საზღვაო სასწავლებლის მშენებლობისთვის 6 მილიონ ლარამდე გამოყო

Read Time:46 Second

ფოთში საზღვაო სასწავლებლის მშენებლობა იწყება. პროექტის განხორცილებისთვის, საქართველოს მთავრობამ 6 მილიონ ლარამდე გამოყო. სასწავლებელი ფოთის ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის ყოფილ შენობაში განთავსდება. საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია და უახლოეს დღეებში მშენებლობაზე სატენდერო პროცედურები დაიწყება.

საქართველოს მთავრობის #2441-ე განკარგულებით, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ბათუმის საზღვაო აკადემიის, ფოთის ფილიალის დაფინანსება 5 876 146 ლარით დაევალა, თანხა შესაბამისი შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციის მიზნით გამოიყენება (ფოთში, წმინდა გიორგის #24-ში მდებარე ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობა).

უმაღლესი სასწავლებლის კერა ფოთს ახალ დატვირთვას შესძენს. ასევე ქალაქში ახალგაზრდა თაობის დარჩენასა და მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს. სასწავლებელი თავისი პროფილით სანავსადგურო ქალაქის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

ნგრევის პირას მისული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისა და იქ საზღვაო სასწავლებლის განთავსების საკითხებში აქტიურადაა ჩართული სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – ალექსანდრე მოწერელია.

1938 წელს ამპირის სტილში აგებული, ფოთის ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და გასული საუკუნის არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს. აქ ჰიდრომელიორაციული ტექნიკური სასწავლებელი, მოგვიანებით კოლეჯი და ფოთის უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პანკისში ორ გვარს შორის დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანია მოკლული, ოთხი კი დაჭრილი
Next post სტრასბურგის ქუჩებში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს