კახა კუჭავა – 19 აპრილის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიუხედავად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი არ დაუჭირა ამნისტიის კანონს, შეიძლება, ჩაითვალოს, რომ ხელშეკრულება ძალაში აღარ არის

Read Time:1 Minute, 13 Second

გუშინ საკონსტიტუციო ცვლილებების გარდა სხვა კანონპროექტებიც გავიდა, მათ შორის ამნისტიის კანონი და კარგად ვნახეთ, რომ ხელმოწერის მიუხედავად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არათუ არ დაუჭირა მხარი, წინააღმდეგაც წავიდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ 19 აპრილის ხელშეკრულება რეალურად უკვე ძალაშიც აღარ არის, რადგან არც ერთი მხარის მხრიდან არ ხდება ხელშეკრულების პირობების გათვალისწინება.

კახა კუჭავას განმარტებით, მმართველ გუნდს მათ შორის სასამართლო რეფორმათან დაკავშირებით ძალიან ამბიციური დღის წესრიგი აქვს.

„მათ ჰქონდათ გარკვეული მოლოდინი, რომელიც არ გამართლდა ისე, როგორც ისინი ელოდნენ, შესაბამისად, ბუნებრივია, მათგან იყო მსგავსი განცხადებები და წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ არ განხორციელდა ისე, როგორც მათი მხრიდან იყო მოლოდინი.

თუმცა ფაქტი ერთია, გუშინ საკონსტიტუციო ცვლილებების გარდა სხვა კანონპროექტებიც გავიდა, მათ შორის ამნისტიის კანონი და ძალიან კარგად ვნახეთ, მიუხედავად ხელმოწერისა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაინც არ დაუჭირა მხარი, არათუ არ დაუჭირა, წინააღმდეგაც წავიდა.

ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ თვითონ ეს ხელშეკრულება, რეალურად უკვე შეიძლება ჩაითვალოს, რომ ძალაშიც აღარ არის, რადგან არც ერთი მხარის მხრიდან არ ხდება ხელშეკრულების პირობების გათვალისწინება, მიუხედავად იმისა, მოწერილი აქვთ, ხელი თუ არა. პირდაპირი ვალდებულება იყო, მათი მხრიდანაც რომ აღსრულებულიყო და არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, მგონი, „ლელომაც“ წინააღმდეგ მისცა ხმა, არათუ მხარი დაუჭირეს, ამით ყველაფერი ნათქვამია. ჩვენ ამას ვაცხადებთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც არის ძალიან ამბიციური, მათ შორის სასამართლო რეფორმათან დაკავშირებით. ამას ყოვლთვის ვიტყვით და გავიმეორებთ, როგორც გათვალისწინებული იყო. ვინაიდან საჭიროა და მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, ეს რეფორმაც განხორციელდეს, აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე ყველა იმ საკითხს, რომელზეც ჩვენი მხრიდან თანხმობა იქნა ნათქვამი“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკატერინე ტიკარაძე: როცა 7 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი 4% იქნება, შეგვეძლება სწავლის სასკოლო სივრცეში დაწყების რეკომენდაცია გავცეთ
Next post თემურ მიქელაძე – საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მქონე რამდენიმე ბავშვი აიცრა, სწორედ მათთვის აუცილებელი იყო ვაქცინაცია