კახა კალაძე: ყველამ ვეცადოთ, გავიკეთოთ ვაქცინა, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომელიც სიკვდილისგან გვიცავს

Read Time:39 Second

მინდა, ვთხოვო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად ყველამ ვეცადოთ, გავიკეთოთ ვაქცინა, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომელიც გვიცავს სიკვდილისგან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის, ორჯერ არის აცრილი, მაქსიმალურად ცდილობს ატაროს პირბადე.

„ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც არსებული პანდემია მოგვცემს შესაძლებლობას, უამრავი საშუალება არის კამპანიის ჩატარების და გამოვიყენებთ ყველა იმ მეთოდს, რომ მაქსიმალურად დავიცვათ მოსახლეობა და ასევე საკუთარი თავი. ზოგადად, ვაქცინაციის პროცესი არის მნიშვნელოვანი და კიდევ მინდა, ვთხოვო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად ყველამ ვეცადოთ, გავიკეთოთ ვაქცინა, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომელიც გვიცავს სიკვდილისგან. ყველამ უნდა შეძლოს ვაქცინის გაკეთება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის თითოეული ჩვენგანის გონიერება და მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ პირბადის ტარება, მიუხედავად იმისა, რომ მე, მაგალითად, ორჯერ ვარ აცრილი, მაქსიმალურად ვცდილობ ვატარო პირბადე, მით უმეტეს, როცა ირგვლივ ბევრი ადამიანია. ყველას მინდა ვთხოვო ვაქცინაცია“, – განაცხადა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: ვიღებთ ვალდებულებას, რომ ჩვენი წარმომადგენლები ცენტრალურ, საოლქო, თუ საუბნო კომისიებში მაქსიმალურად იქნებიან ვაქცინირებულნი და დაიცავენ კოვიდრეგულაციებს
Next post კახა კუჭავა: ჩვენ მივაღწევთ ყველა მიზანს, ვიხილავთ უფრო გაბრწყინებულ დმანისს, რომლის პოტენციალი სრულიად იქნება გამოყენებული