კახა კუჭავა: ჩვენ მივაღწევთ ყველა მიზანს, ვიხილავთ უფრო გაბრწყინებულ დმანისს, რომლის პოტენციალი სრულიად იქნება გამოყენებული

Read Time:1 Minute, 42 Second

დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდების ჩართულობით, ახალი მერით, ახალი საკრებულოთი, ძლიერი გუნდით, რომელიც ზურგს გაუმაგრებს ადგილობრივ თვითმმართველობას, ჩვენ მივაღწევთ ყველა მიზანს, ჩვენ ვიხილავთ უფრო გაბრწყინებულ დმანისს, რომლის პოტენციალი სრულიად იქნება გამოყენებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ დმანისში, „ქართული ოცნების“ დმანისის მერობის კანდიდატის, კობა მურადაშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაიდება საბოლოო წარმატების შედეგი.

„მიხარია, რომ მაქვს საშუალება, მოგმართოთ სილამაზით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილიდან, საზღვრისპირა მუნიციპალიტეტი განსაკუთრებით მრავალფეროვანი მოსახლეობით, ეთნიკური უმცირესობებით, სადაც ყველა ერთად შრომობს და ერთად უძღვება ყოველდღიურ საქმიანობას.

როდესაც მოვდიოდით, არ შეიძლება არ შეამჩნიო ველები და ფერდობები, რომელიც დამუშავებულია, მოვლილია, სადაც პირველ რიგში ჩანს თუ რამდენად შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს აქ. ისინი არჩენენ ოჯახებს, ქვეყანას, ქმნიან დოვლათს. ბევრი საწარმო გაიხსნა, ძალიან ბევრი პროგრამა განხორციელდა. მე ვიცი, ძალიან ბევრია დაკავებული მეცხოველეობით.

მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობის პროგრამების კუთხით ჩვენ ნამდვილად გვაქვს მრავალფეროვნება, აუცილებელია ყველამ შეძლოს ბოლომდე გამოიყენოს ის პოტენციალი, რომელიც ამა თუ იმ რეგიონს გააჩნია, თუმცა მე ამჯერად ხაზგასმით აღვნიშნავდი ტურისტულ პოტენციალს, რომელიც რეგიონს გააჩნია.

პირველი ევროპელები აქ აღმოაჩინეს, ბევრისთვის აქ იწყება ევროპა, ის ევროპა, რომლის სრულფასოვანი წევრები ჩვენ 2024 წელს გავხდებით და გავხდებით ლიდერი, ევროპული რეგიონებით, სადაც შემოვიტანთ ევროპული ცხოვრების სტანდარტებს.

მართლაც გამაოგნებელია ის სილამაზე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და მე განსაკუთრებით ვისურვებდი, რომ პირველ რიგში შიდა ტურიზმისთვის გახდეს ეს ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი. ყველამ უნდა ისიამოვნოს იმ ციხესიმაგრეებით, გარემოთი, ბუნებით, ხალხის სიყვარულით, რომლითაც ნამდვილად გამოირჩევა დმანისი.

დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდების ჩართულობით, ახალი მერით, ახალი საკრებულოთი, ძლიერი გუნდით, რომელიც ზურგს გაუმაგრებს ადგილობრივ თვითმმართველობას, ჩვენ მივაღწევთ ყველა მიზანს, ჩვენ ვიხილავთ უფრო გაბრწყინებულ დმანისს, რომლის პოტენციალი სრულიად იქნება გამოყენებული.

ვიხილავთ ბევრ ტურისტს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელიც ამ უნიკალური ისტორიით, ტრადიციით და კულტურით მიიღებენ სიამოვნებას, აქაც დატოვებენ თავიანთ დოვლათსა და რაც ყველაზე მთავარია, კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ყველას, რომ საზღვრისპირა მუნიციპალიტეტი შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი, ძალიან ლამაზი და რაც ყველაზე მთავარია, ძლიერად ფეხზე მდგომი.

კიდევ ერთხელ მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს კანდიდატს, რომელიც გახლავთ იურისტი, გამოცდილი საჯარო მოხელე, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი კუთხე, თავისი მხარე, და რომლის წარმატებაში ყველა დარწმუნებული ვართ. თუმცა, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ მას სჭირდება ძლიერი საკრებულო, სადაც ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ უმრავლესობასაც და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაიდება საბოლოო წარმატების შედეგი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: ყველამ ვეცადოთ, გავიკეთოთ ვაქცინა, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომელიც სიკვდილისგან გვიცავს
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: მთელი გუნდი მზად ვართ, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ და ვემსახუროთ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას მთელი ქვეყნის, რეგიონების, სოფლების მასშტაბით