კახა კალაძე პოლონეთში თბილისისთვის ავტობუსებს არჩევს
თბილისი მერი კახა კალაძე პოლონეთში, ქალაქ სტრახოვიცეში “მანის” ქარხანაში იმ ავტობუსებს ათვალიერებს, რომლებიც საქართველოსკენ ხვალ დაიძრებიან. თებერვლის ბოლოს 20 ერთეული, მაისის თვეში კი თბილისში სულ 90 ახალი ავტობუსი იმოძრავებს.
Man-ის ფირმის 90 ერთეული ავტობუსი – დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავით, რომელიც არის ევრო 6-ის ემისიის სტანდარტის შესაბამისი. ავტობუსის სიგრძეა 10 მეტრი, სულ გათვლილია 82 მგზავრზე, ხოლო აქედან დასაჯდომი ადგილების რაოდენობაა 27+1.
ავტობუსის სალონი ადაპტირებულია შშმ და ეტლით მოსარგებლე პირთათვის, სალონში გამოყოფილია სივრცე ერთი შშმ პირის ეტლისათვის. სივრცე აღჭურვილია შესაბამისი სახელურებით და გაჩერების მოთხოვნის ღილაკით, ასევე ეტლის დასამაგრებელი მოწყობილობით.
ავტობუსის წყალგამძლე იატაკი ახდენს ხმაურის და თბო იზოლაციას, არის ცეცხლგამძლე და მოცურებისაგან დაცული. ტრანსპორტის სალონი არის მთლიანად თბოიზოლირებული. გადაადგილების დროს ხდება ავტობუსის კარების ბლოკირება. მეორე კარებთან დამონტაჟებულია მექანიკური პანდუსი შშმ პირთათვის და ბავშვის ეტლისათვის. სალონში არსებობს გაჩერების მოთხოვნის 8 ღილაკი.
სალონში არის ინტეგრირებული გათბობა, კონდენცირებისა და ვენტილაციის სისტემა. კონდენცირება გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე. ავტობუსი აღჭურვილია 8 usb-დამტენებით, რომლიც მგზავრებისათვის მოსახერხებელ ადგილასაა დამონტაჟებული.
ავტობუსი აღჭურვილია ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემით, გააჩნია ძრავის განყოფილების ხანძრის გამოვლენის სისტემა და სალონში განთავსებულია 2 ერთეული ცეცხლმაქრი. ტრანსპორტი გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალებითაცაა აღჭურვილი
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის წინააღმდეგ რესპუბლიკის მოედანზე აქცია იმართება
რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ. საპროტესტო აქცია არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით დაიგეგმა, რომელსაც პოლიტიკოსებიც...
სოსო ფხაკაძე: წლების განმავლობაში, ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად საქართველო, ისე როგორც არასდროს, დაუახლოვდა ევროპას
ვფიქრობ, წლების განმავლობაში, ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად, საქართველო, ისე როგორც არასდროს ჩვენი ისტორიის მანძილზე, დაუახლოვდა ევროპას, რაც აისახა ასოცირების შეთანხმებაში...
„ნახეთ, ეს საოცარი კადრები…“ – რა ვიდეო ვრცელდება სამების საკათედრო ტაძრიდან
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას - მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. ამ დღეს ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ბზობა თორმეტთაგან რიგით პირველი...
რა საჩუქარი დატოვეს ლევან კბილაშვილის საფლავზე-„დიდი მადლობა ამ ძვირფასი საჩუქრისთვის“
მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალური ქსელით მადლობას უხდის იმ ადამიანს, რომელმაც ლევანის საფლავზე საჩუქრად ჯვარი დატოვა. „არ ვიცი...
ნანიკო ხაზარაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ნანიკო ხაზარძემ სოციალურ ქსელში მამის გარდაცვალების შესახებ დაწერა. „გარდაიცვალა მამაჩემი, პანაშვიდი ხვალ, ზეგ ვაკის სამება 5 სთ დან, დაკრძალვა სამშაბათს,...
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: “მამული, ენა, სარწმუნოება”
ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები გვარწმუნებს, რომ ეს პროცესები მსოფლიო მასშტაბის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ცვლილებათა ანარეკლია - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს...