კახა კალაძე ოლიმპიელებს: არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება როდესაც შენი საქმიანობით ასახელებ სამშობლოს და უამრავ ადამიანს ახარებ

Read Time:33 Second

მადლობა თქვენ იმისთვის, რაც გააკეთეთ, არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება როდესაც შენი საქმიანობით ასახელებ სამშობლოს და ახარებ უამრავ ადამიანს, – ასე მიმართა ტოკიოდან დაბრუნებულ ქართველ ოლიმპიელებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

„მინდა ამ წარმატებისთვის ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. კარგად ვიცი რამხელა შრომა, რამხელა სირთულეები გამოიარეთ და ზოგადად, რა დგას ამ ყველაფრის უკან. მინდა ვსარგებლობ შემთხვევით, და ყველა იმ ადამიანს, ვინც თქვენს წარმატებაში გარკვეული წვლილი შეიტანა მადლობა გადავუხადო. ყველას კარგად გვახსოვს ზურაბ კახაბრიშვილის ცრემლიანი სახე, ის იყო პირველი თქვენი გულშემატკივარი იქ, სადაც გულშემატკივრების გარეშე გიწევდათ ასპარეზობა და მას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო – დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ტოკიოს ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლების რაოდენობით ქართველმა სპორტსმენებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კუჭავა ოლიმპიელებს: თქვენ ხართ ბრწყინვალე მაგალითი ყველა თაობისთვის, როგორ შეიძლება მივაღწიოთ წარმატებას თავდაუზოგავი შრომით, თავდადებითა და მონდომებით
Next post ოლიმპიური ოქროს მფლობელები მილიონ ლარს მიიღებენ, ვერცხლის – 500 000 ლარს, ხოლო ბრინჯაოსი, 250 000 ლარს