იუსტიციის სამინისტრომ ახალ პენიტენციურ კოდექსზე მუშაობა დაასრულა − პროექტი მალე პარლამენტს წარედგინება

Read Time:51 Second

კოდექსის ძირითად სიახლეებზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, პროექტი აუმჯობესებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა შრომით პირობებს და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივი მდგომარეობა გადაჰყავს კიდევ უფრო მეტად მაღალ ხარისხზე.

იუსტიციის მინისტრმა რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას გაუსვა ხაზი:

  • ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, რომელიც აქამდე არ ჰქონდა;
  • ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო − დღეს 60 ლარის გადახდა უწევს სრულწლოვან მსჯავრდებულებს, არასრულწლოვნებს კი − 30 ლარის;
  • გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისა, ყველას მიენიჭება უმაღლესი განათლების მიღების უფლება და, შესაბამისად, ის ინოვაციური პროექტი, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ იუსტიციის სამინისტრომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად დაიწყო − „ციფრული უნივერსიტეტი“, ხელმისაწვდომი გახდება მსჯავრდებულთა ფართო მასებისთვის;
  • იზრდება სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა, რაც მსჯავრდებულებს გარე სამყაროსთან კომუნიკაციის კიდევ უფრო მეტ საშუალებას მისცემს;
  • გათანაბრდება მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა საცხოვრებელი პირობები, რაც უდავოდ პროგრესული და  წინგადადგმული ნაბიჯია;
  • პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური  სტატუსი, რაც თანამშრომელთა პირობებს გაათანაბრებს და გააუმჯობესებს;
  • ფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე და ყველა მოსამსახურე, თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებს წელთა ნამსახურობის დანამატს, რაც მათ სახელფასო პირობებზე დადებითად აისახება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დღევანდელი იერეშებისას 70-მდე რაკეტა გაუშვა, საიდანაც 60-ზე მეტი საჰაერო თავდაცვითმა სისტემებმა გააუვნებელყვეს
Next post დერვიში – წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო