უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დღევანდელი იერეშებისას 70-მდე რაკეტა გაუშვა, საიდანაც 60-ზე მეტი საჰაერო თავდაცვითმა სისტემებმა გააუვნებელყვეს

Read Time:39 Second

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშების დროს, შავი ზღვის ფლოტმა და ავიაციამ უკრაინის მიმართულებით 70-მდე რაკეტა გაუშვეს, საიდანაც 60-ზე მეტი საჰაერო თავდაცვითმა სისტემებმა გააუვნებელყვეს.

მათივე ცნობით, 38 ფრთოსანი რაკეტა კასპიის ზღვისა და ვოლგოდონსკის რაიონებიდან აფრენილმა რვა თვითმფრინავმა გაუშვა, „კალიბრის“ ტიპის 22 ფრთოსანი რაკეტა შავი ზღვის ფლოტმა, კიდევ ათი ფრთოსანი რაკეტა კი, შავი ზღვის რაიონიდან იყო გაშვებული.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, საერთო ჯამში უკრაინის ენერგოსისტემის მთლიანობა სარაკეტო თავდასხმების შედეგად არ დარღვეულა, თუმცა კიევის, ვინიცისა და ოდესის ოლქებში, გარკვეულ წერტილებში დაზიანება ფიქსირდება. რის გამოც, ზოგიერთ რეგიონში სისტემის დასაბალანსებლად ავარიული გათიშვა გამოიყენეს.

მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

„მინდა მადლობა გადავუხადო საჰაერო თავდაცვით ძალებს, ჩვენს ენერგეტიკოსებსა და ჩვენს ხალხს. საჰაერო სისტემებმა რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდო. ენერგეტიკოსებმა უკვე დაიწყეს ელექტროენერგიის აღდგენა. ჩვენი ხალხი არასდროს დანებდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე: „კმარა“ წარმოადგენდა ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციას, თუმცა პოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონდა. „ფრანკლინის კლუბი“ „კმარას“ ჰგავს
Next post იუსტიციის სამინისტრომ ახალ პენიტენციურ კოდექსზე მუშაობა დაასრულა − პროექტი მალე პარლამენტს წარედგინება