დერვიში – წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო
ჟურნალისტის, მხატვრის, სოსო ზაალიშვილის ნაწარმოები „დერვიში“ 20-ე საუკუნის
მიწურულს კავკასიაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე მოგვითხრობს.
ნაწარმოებში აღწერილია რუსეთში, ჩრდილოეთსა და სამხრეთ კავკასიაში, ჩეჩნეთში,
ინგუშეთში, დაღესტანსა თუ აზერბაიჯანსა და საქართველოში, აგრეთვე ევროპასა და
ახლო აღმოსავლეთში დაწყებული ისლამური წინააღმდეგობისა და ტერორისტული
უჯრედების შექმნისა და მათი მოქმედების შესახებ. აღწერილია ჩეჩნეთის პირველი და
მეორე ომის პერიოდში მომხდარი რეალური ამბები.
ავტორი მკითხველს აცნობს ქვეყნებში არსებულ პოლიტიკურ, აგრეთვე ეკონომიკურ
ვითარებას. ცალკეული გმირების წინა პლანზე წამოწევით კი მოსახლეობის სოციალურ-
ეკონომიკურ მდგომარეობას, თუ ფსიქოლოგიურ პორტრეტს.
ნაწარმოებს მთავარ ლაიტმოტივად სასიყვარულო ისტორია გასდევს. ის ნათლად
აჩვენებს გრძნობის, როგორც აღმაშენებელ, ასევე დამანგრეელ ძალას, ხოლო მთავარი
გმირების საბოლოო კათარზისი აბსოლუტურად ცვლის იმ დროისათვის არსებულ
რეალობასთან და ცხოვრებისთან მათ დამოკიდებულებას.
წიგნის პრეზენტაცია შედგება ბარნოვის ქუჩა 73, გალერეა „ლომინარში“.
პრეზენტაციასტან ერთად გამოიფინება სოსო ზაალიშვილის და წიგნის ილუსტრაციების
ავტორის გიორგი (გიგა) ზაალიშვილის ახალი ნამუშევრები.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„ოსკარის“ 2024 წლის გამარჯვებულები დასახელდნენ
2024 წლის ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების გამარჯვებულები ცნობილია. ღონისძიების ტრიუმფატორი კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერი“ გახდა, რომელმაც 7 ჯილდო, მათ შორის საუკეთესო ფილმის,...
ანსამბლი „ერისიონი” სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
„გარდაიცვალა „ერისიონის“ ყოფილი მსახიობ-მომღერალი ჯემალ მუსერიძე. სამწუხარო ინფორმაცია ანსამბლის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. „გარდაიცვალა „ერისიონის“ ყოფილი მსახიობ-მომღერალი ბატონი ჯემალ მუსერიძე, რომელიც...
„დღეგრძელობა ლეგენდას“ – ელდარ შენგელაია იუბილარია: ლეგენდარულ რეჟისორს დაბადების დღეს შვილიშვილი ულოცავს
ელდარ შენგელაია იუბილარია. ცნობილ რეჟისორს იუბილეს შვილიშვილი, ნატალია ჯუღელი, სოციალურ ქსელში ულოცავს და ბაბუის ბავშვობის ფოტოს გვიზიარებს. ელდარ შენგელაია 1933...
დათო მაღრაძე: ნიკა წულუკიძის სპექტაკლი – „ქართული თეატრის ამბავი“ არის ჩვენი გადარჩენის ამბავი. ამ სპექტაკლით მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ქართული საზოგადოება გადარჩა
ერთსაათიანი ტელევერსიით მოწოდებული ნიკა წულუკიძის სპექტაკლი - „ქართული თეატრის ამბავი“ არის ჩვენი გადარჩენის ამბავი, - აცხადებს დათო მაღრაძე. „თქვენს წინაშეა...
გოგა პიპინაშვილი საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ ნომინაციაში „მამაკაცის საუკეთესო როლი“ დააჯილდოვა
2024 წლის 14 იანვარს, საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ ქართული თეატრის დღე მწერალთა სახლში აღნიშნა. შეკრებილი საზოგადოების მსჯელობის მთავარ საგანს წარმოადგენდა ჟურნალი...
ელისო ბოლქვაძის მხარდაჭერით, ქართველი პიანისტები ბუდაპეშტის საკონცერტო სეზონებში მიიღებენ მონაწილეობას
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, 2023 წლის მარტში, ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის ცნობილი საკონცერტო ორგანიზაციის-უნგრეთის ფილარმონიის დირექტორატს შეხვდა. მხარეებს შორის...