ლევან ხაბეიშვილი – პრეზიდენტ სააკაშვილს არც ერთი წამით არ მიუტოვებია არათუ ქვეყანა და ხალხი, არამედ ბრძოლის ველი

Read Time:1 Minute, 26 Second

დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც 2008 წლის ომზე კვლავ ბინძურად სპეკულირებს, აუგად მოიხსენიებს მაშინდელ მთავარსარდალს, პრეზიდენტ სააკაშვილს, პრეზიდენტს, რომელმაც პირველად გაუწია წინააღმდეგობა მკვლელ, ტერორისტ პუტინს ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, „საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ სურს და არ სჯერა, რომ რუსეთი დამარცხდება უკრაინაში“.

„ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ უკრაინაში დაღუპულიგმირი ჯარისკაცების ოჯახებსა და მთელ საქართველოს. ბიძინა ივანიშვილი უკვე ათი წელიაი ყოფს, აპირისპირებს და ხლეჩს საზოგადოებას. ცდილობს, გადაწეროს ისტორია რუსულად და შემოგვასაღოს, რომ არ ვართ სოლიდარულები, არ ვართ პატრიოტები და არ გვტკივა ჩვენი და ჩვენი ძმების ტკივილი. მიგვაჩვია, რომ უღირსად იქცევა ხელისუფლება და მოღალატეობრივ საქმიანობას ეწევა საქართველოში. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ საჯარო მოხელეებს, სახელისუფლო გუნდის წევრებს აკრძალული აქვთ სამძიმრის თქმაც, სანამ რუსი ოლიგარქის სასახლიდან არ მოვა კონკრეტული სიგნალები. მხოლოდ უკანასკნელ თვეებში პატარა საქართველომ უკვე რამდენიმე ათეული ვაჟკაცი ჯარისკაცი დაკარგა მშვიდობისთვის ომში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის განცხადებით, თავისუფლებისთვის ომში უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.

„უკრაინის მხარეს არის სიმართლე და მთელი ცივილიზებული სამყარო. სამწუხაროდ, ამ დროს ჩვენს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოსთვის, მშვიდობისათვის და თავისუფლებისთვის დაღუპულ ჯარისკაცებს არ გლოვობს, აუგად მოიხსენიებს მაშინდელ მთავარსარდალს, პრეზიდენტ სააკაშვილს. პრეზიდენტს, რომელმაც პირველად გაუწია წინააღმდეგობა მკვლელ, ტერორისტ პუტინს ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად. არც ერთი წამით პრეზიდენტ სააკაშვილს არ მიუტოვებია არათუ ქვეყანა და ხალხი, არამედ ბრძოლის ველი. ის, რასაც ბინძურად სპეკულირებს „რუსული ოცნება“ საქართველოში, არის რუსული პროპაგანდის გაგრძელება. მე, რიგითმა ქართველმა, ლევან ხაბეიშვილმა მინდა, მოგმართოთ თქვენ, ქართველ ხალხს. არათუ ჩემი პოლიტიკური მიზანი, ჩემი ცხოვრების, ჩემი არსებობის, ჩემი სიცოცხლის მიზანია, საქართველო იყოს თავისუფალი, ერთიანი და მშვიდობიანი. ჩემი მიზანია, საქართველომ გაიმარჯვოს და დავაფასოთ ომის გმირები. ჩემი მიზანია, გადავარჩინოთ პრეზიდენტი სააკაშვილი. ჩვენ ვერავინ ვიცხოვრებთ ჩვენი ცხოვრებით, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი კვდება ციხეში და გვყავს მთავრობა, რომელიც შინაგანადაც არ გლოვობს დაღუპულ ქართველ გმირებს. მინდა, მყავდეს ქართული, ეროვნული მთავრობა. „რუსული ოცნების“ მარცხი განხორციელდება მხოლოდ ერთობით, ბრძოლით და მოქმედებით“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დერვიში – წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო
Next post რატი ბრეგაძე: ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, რომელიც აქამდე არ ჰქონდა. ასევე, ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო