რატი ბრეგაძე: ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, რომელიც აქამდე არ ჰქონდა. ასევე, ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო

Read Time:35 Second

ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, რომელიც აქამდე არ ჰქონდა. ასევე, ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული ცვლილება ახალ პენიტენციურ კოდექსში იქნება ასახული.

„იუსტიციის სამინისტრომ, შესაბამისი უწყებების ჩართულობით, მოამზადა ახალი პენიტენციური კოდექსის პროექტი, რომლის ინიცირება პარლამენტში მოხდება. ეს კანონპროექტი აუმჯობესებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა შრომის პირობებს და ასევე, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივი მდგომარეობა გადაჰყავს კიდევ უფრო მაღალ, ახალ ხარისხზე.

ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, რომელიც აქამდე არ ჰქონდა. ასევე, ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო. დღეს, მაგალითად, 60 ლარის გადახდა უწევთ სრულწლოვანებს, არასრულწლოვანებს კი – 30-ის. შესაბამისად, ეს იქნება საკმაოდ დიდი შეღავათი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის“, – განაცხადა ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან ხაბეიშვილი – პრეზიდენტ სააკაშვილს არც ერთი წამით არ მიუტოვებია არათუ ქვეყანა და ხალხი, არამედ ბრძოლის ველი
Next post თეა წულუკიანი: ჩვენ ვხედავთ ფრონტზე დაღუპული ადამიანებისა და მათი ოჯახების ბედით თამაშის მცდელობას, რასაც არ დავუშვებთ