თეა წულუკიანი: ჩვენ ვხედავთ ფრონტზე დაღუპული ადამიანებისა და მათი ოჯახების ბედით თამაშის მცდელობას, რასაც არ დავუშვებთ

Read Time:44 Second

პირველ რიგში, მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო ფრონტზე დაღუპული ყველა ადამიანის შვილების, დედმამიშვილების, მშობლების, ნათესავების, მეგობრების მიმართ, იმიტომ, რომ ეს განუზომელი ტკივილია, რომელსაც დრო ვერც კი შეავსებს, მაგრამ ამ ოჯახებმა იციან ყველაზე კარგად, რომ სახელმწიფო და მთავრობა არის მათ გვერდით, რომ ყველაფერი გაკეთდა, რათა ამ ადამიანებს, რაც ჯარისკაცისთვის არსებობს ყველაზე მაღალი პატივი, სამხედრო პატივით მოპყრობოდა მათ სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ეს გულისხმობს როგორც მათ დაფასებას და სამხედრო პატივით დაკრძალვას, ისე სხვა ნებისმიერ იმ ფინანსურ ხელშეწყობას, რომელიც ამ დროს იგულისხმება ხოლმე. განსხვავება იმაშია, რომ მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ყველაფერს ყოველთვის აკეთებს ჩუმად, როგორც ეს ქართველი კაცის წესია, რომ სიკვდილისას, გარდაცვალებისას ყველა არის სიჩუმეში და ღირსებაში. მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ სიკვდილით ინსტრუმენტალიზაციას და ფრონტზე დაღუპული ადამიანებისა და მათი ოჯახების ბედით თამაშის მცდელობას, რასაც არ დავუშვებთ და რასაკვირველია, მაინც გავაგრძელებთ იმ ღირსეულ ქცევას, რომელიც ყოველთვის არის ჩვენი ერისათვის დამახასიათებელი, როცა ვეჩეხებით სიკვდილს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, რომელიც აქამდე არ ჰქონდა. ასევე, ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო
Next post სოზარ სუბარი უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებზე: უდიდესი ტრაგედია მოხდა – მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულების მშობლებს, მეგობრებს, მთელ საქართველოს, რადგან ეს ყველასთვის დიდი დანაკლისია