ირაკლი ჩიქოვანი: ხელისუფლება კვლავ მაქსიმალურად დაუდგება მოქალაქეებს ვისაც თანადგომა სჭირდება

Read Time:37 Second

ზუგდიდში, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს მარტოხელა მერი შონიას ესტუმრა და მასთან პანდემიაზე და მისგან გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა. კანდიდატის განცხადებით ხელისუფლება კვლავ მაქსიმალურად დაუდგება მოქალაქეებს ვისაც თანადგომა სჭირდება:

,,დღეს მერი შონიას ვესტუმრეთ. საოცრად თბილი ქალბატონია. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის პანდემიაზე და მისგან გამოწვეულ პრობლემებზე. ქალბატონი მერი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პროგრამებში ჩართულია და კოვიდის პერიოდში გაწეულ თანადგომაზე გვესაუბრა. მართალია, ეს საკმარისი არაა, მაგრამ ჩვენი მთავრობა კვლავ მაქსიმალურად დაუდგება გვერდში ყველა მოქალაქეს, ვისაც დახმარება სჭირდება.

ქალბატონ მერის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ვესტუმრე. მამუკამ მე და ჩვენს მასპინძელს მარტოხელა ხანდაზმულების შინმოვლის პროგრამა გაგვაცნო, რომელსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ახორციელებს. საკმაოდ საინტერესო პროექტია, რომელიც სხვადასხვა მომსახურების სერვისს უფასოდ სთავაზობს იმ ადამიანებს, ვისაც დახმარება ნამდვილად სჭირდება. დასაფასებელია, რომ ზუგდიდს ეს პროექტი შემუშავებული აქვს და ის გამართულად მუშაობს“ განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მაია ბითაძე – ავტოპარკის განახლების შემდეგ, ავტობუსებს ერთდროულად 84 000 მგზავრის გადაყვანა შეეძლებათ
Next post ირაკლი ჩიქოვანი სოფელ კახათში ადგილობრივებს შეხვდა