ირაკლი ჩიქოვანი სოფელ კახათში ადგილობრივებს შეხვდა

Read Time:38 Second

ზუგდიდში, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი სოფელ კახათში, საგუგუჩიოს უბანში ადგილობრივ მოსახლოებას შეხვდა.

,,ადგილობრივებთან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. სოფელი გაზიფიცირებულია, შიდა გზის პრობლემაა, მაგრამ გვარდება, რამდენიმე დღეში ტენდერზე გადის და მომავალი წლისთვის ასფალტირებული გზა დაიგება.

წელს მიღებული აგრობარათები ადგილობრივებმა მიზანიმართულად გამოიყენეს. შედეგიც სახეზეა. თხილის სექტორში კარგი შედეგი გვაქვს. მოსახლეობას მოცვის კულტურის მიმართ ინტერესი აქვს. ამ მხრივ სოფლის მეურნეობის სამინისტრო უმნიშვნელოვანეს პროექტს ახორციელებს და ფერმერებს ნახევარ ჰექტარამდე მიწის ფართობზე კულტურის მოყვანას სრულად უფინანსებს.

ჩვენი მასპინძელი ოთარ გუგუჩია ფიზიკოსია, მისი შვილი კი ასევე ფიზიკაში პრინსტონის უნივერსიტეტის მოწვეული მეცნიერი და პაულ შერერის ინსტიტუტის დოქტორი ფიზიკის დარგში ზურაბ გუგუჩიაა. მიხარია, რომ ზუგდიდს ასეთი წარმატებული ახალგაზრდები ჰყავს, რომელთა სახელები საქვეყნოდ ცნობილია“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. დეპუტატობის კანდიდატი კახათში ზუგდიდის მოქმედ მაჟორიტარ დეპუტატთან ედიშერ თოლორაიასთან და ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარესთან მამუკა წოწერიასთან ერთად იმყოფებოდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი: ხელისუფლება კვლავ მაქსიმალურად დაუდგება მოქალაქეებს ვისაც თანადგომა სჭირდება
Next post 28 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობას ანუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს