ირაკლი ჩიქოვანი – მსოფლიო სოლიდარობაში ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული კონტრიბუცია კოვიდის ფონდში, ისეთ პატარა სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, არის ნომერი ერთი მსოფლიოში სულ მოსახლეზე

Read Time:1 Minute, 1 Second

 

მსოფლიომ კოვიდ-19-ის პირობებში ნახა სოლიდარობის ძალიან ბევრი ფაქტი. ამ სოლიდარობაში ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული კონტრიბუცია კოვიდის ფონდში, ისეთ პატარა სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, არის ნომერი ერთი მსოფლიოში სულ მოსახლეზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლების რეაქციას, საერთაშორისო მედიაში საქართველოს პოზიტიურად წარმოჩენას და აღნიშნა, რომ როდესაც ცალკეული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამ ფორმით, ელაპარაკებიან თავიანთ ამომრჩევლებს, მათ შეურაცხყოფას აყენებენ.

 

„ეს დაიწერა, ფაქტის კონსტატაცია მოხდა და ამის შემდეგ მივიღეთ, რომ „არა, ეს ასე არ არის“ და სხვა მეტი არგუმენტი არ იყო. გასაგებია, რომ ეს მათი პოზიციაა და ყოველთვის მათი პოზიცია იქნება, მაგრამ უბრალოდ აბსურდია, რომ რაღაც ფაქტზე თქვა, რომ ეს ტყუილია. არასწორია და მე მგონია, რომ საკუთარ ამომრჩეველთან, ვისაც ელაპარაკებიან საზოგადოებას, ასეთი ფორმით რომ ელაპარაკებიან, უბრალოდ შეურაცხყოფას აყენებენ და ეუბნებიან, რომ შენ მე რითაც აგიხვევ თვალს, ეს უნდა იყოს შენთვის რეალობა.

ნუთუ არ შეიძლება, რომ იყო ამაყი იმით, რომ შენს ქვეყანას აქვს შედეგი და პოზიტივი კოვიდთან ბრძოლაში და შენს ქვეყანაში არის სოლიდარობის ნომერი ერთი ფაქტი მსოფლიოში? ეს გულშემატკივრობის საკითხია, მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ პოლუსზე ვართ, რომ უბრალოდ ვგულშემატკივრობთ ამ ქვეყანას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფილანთროპია ხომ თავისი არსით პოზიტიური და ჰუმანური აქტია და ამ პოზიტიურ და ჰუმანურ აქტში შენ ეძებ ეშმაკს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ინოვაციური მეთოდი გორის ჰოსპიტალში COVID 19-ს წინააღმდეგ
Next post ფრანგული „ლეზ ექო – საქართველო ევროკავშირში. და რატომაც არა?საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ევროკავშირში შესვლას და ეს მხარდაჭერა წარმოადგენს ძლიერ არგუმენტს, რომელსაც საქართველოს მთავრობა იყენებს ევროკავშირის ლიდერებთან დისკუსიებში