ირაკლი ჩიქოვანი: ევროსაბჭომ შეაფასა პროგრესი კონკრეტული მიმართულებებით, მათ შორის, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ სტრასბურგში ვიზიტი დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ასამბლეის საზაფხულო სესიას, რომელიც ჰიბრიდულ ფორმატში, 21-24 ივნისს გაიმართა, დელეგაციის ახალი ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიქოვანი და თამარ ტალიაშვილი ესწრებოდნენ, სხდომების მუშაობაში დისტანციურად მიიღეს მონაწილეობა დეპუტატებმა – გივი მიქანაძემ და მარიამ ლაშხმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ასამბლეის სხდომებზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, გლობალური პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების, სტამბოლის კონვენციის, ასევე, მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა აქტუალურ მოვლენებზე ისაუბრეს და დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა. ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა მოხსენება საქართველოს შესახებ.
„რამდენიმე კვირის წინ შედგა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი. აღნიშნული ვიზიტის შემაჯამებელი განცხადებები გაკეთდა მონიტორინგის კომიტეტზე, სადაც შეფასებული იქნა პროგრესი კონკრეტული მიმართულებებით, მათ შორის, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით და დასახული იქნა ის მოლოდინები, რომლებიც არსებობს საქართველოსთან მიმართებაში“,- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
საზაფხულო სესიის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტთან და გენერალურ მდივანთან, ესტონეთის, პოლონეთის, უკრაინის, იტალიის, „ბალტიკ პლუსის“ დელეგაციების ხელმძღვანელებსა და წევრებთან, ასევე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილი სოციალისტების ჯგუფის პრეზიდენტთან. ირაკლი ჩიქოვანმა და თამარ ტალიაშვილმა კოლეგებს დელეგაციის სამუშაო გეგმები გააცნეს და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სტამბოლის კონვეციის 10 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ კონფერენციაშიც.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„ბიძინა, გამოიხედე!..“ – რა ფოტოს აქვეყნებს ვახო სანაია?
"ბიძინა, გამოიხედე - დრონის კადრი!
გოგა ხაინდრავა: დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო – მისი თავისუფლების, დემოკრატიის, ღირებულებების, სუვერენიტეტის
დღეს არ არის დრო სახლში ყოფნის და ტელევიზორში იმის ყურების, თუ რა ხდება. დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო - მისი...
ირაკლი ბათიაშვილი: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან, ურწმუნო და უსამშობლო ადამიანების ურდოების შემოსევისგან. სწორედ ამიტომ უნდა...
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ „ენჯეოებს“ ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან
„უცხოეთის ხმამაღალი განცხადებებით გადიდგულებულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლეს და ქართველ ხალხს...
გიორგი ვაშაძე: ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ. იმიტომ, რომ არ შეიძლება ძალით მოგყავდეს ხალხი და პარალელურად კომიტეტს მართავდე, რომელიც ბუნებრივ პროტესტს იწვევს...
დავით კაჭარავა: მნიშვნელოვანია, 29 აპრილის აქციაზე ყველამ დაინახოს, როგორი მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს – ეს იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს საზოგადოებას სურს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები
„ეს მკაფიო მესიჯი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ - ხალხი სწორედ იმის გარშემო უნდა გადაერთდეს, რამაც დღევანდელ დღემდე...