ირაკლი ღარიბაშვილმა ჩეხეთის ელჩს უმასპინძლა 12:32, 20.01.2020

Read Time:37 Second

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა.

ირაკლი ღარიბაშვილმა და პეტერ მიკისკამ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ჩეხ დიპლომატს ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები საქართველოს მთავრობისთვის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მინისტრის განცხადებით, საქართველო განაგრძობს ეფექტურ პრაქტიკულ თანამშრომლობას ყველა საჭირო მექანიზმის გამოყენებით, რაც ხელს უწყობს თავდაცვის ტრანსფორმაციას და ალიანსში გასაწევრიანებლად საქართველოს მომზადებას.

თავდაცვის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ჩეხეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება და ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის მზადყოფნა გამოხატა.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა
Next post გიორგი კახიანი – პრაქტიკამ აჩვენა, რომ კულტურის სამინისტროს ცალკე არსებობა მიზანშეწონილია