გიორგი კახიანი – პრაქტიკამ აჩვენა, რომ კულტურის სამინისტროს ცალკე არსებობა მიზანშეწონილია

Read Time:29 Second

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის განცხადებით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ კულტურის სამინისტროს ცალკე არსებობა მიზანშეწონილია.

როგორც ჟურნალისტებს კახიანმა განუცხადა, თუ მთავრობა სამინისტროს გაყოფის გადაწყვეტილებას მიიღებს, საკითხზე პარლამენტი იმსჯელებს და თანხმობა მისი მხრიდანაც იქნება.

„სამინისტროს გაყოფას სახელმწიფო ბიუჯეტთან არანაირი კავშირი არ აქვს. არ მგონია, რომ სამინისტროების გაერთიანებამ ბიუჯეტში შეღავათების თვალსაზრისით დიდი ხეირი გვანახა. ამიტომ იმაზე საუბარი, რომ ახლა, კულტურის სამინისტროს გაყოფა შეიძლება, უკავშირდებოდეს დამატებით საბიუჯეტო სახსრებს, არარელევანტურია.

სწორი მენეჯმენტი და უფრო მოქნილი მართვა – ეს იყო სამინისტროების გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი მიზანი, თუმცა თუ პრაქტიკამ აჩვენა, რომ დღეს მიზანშეწონილია კულტურის სამინისტროს ცალკე არსებობა, ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ”, – განაცხადა კახიანმა.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილმა ჩეხეთის ელჩს უმასპინძლა 12:32, 20.01.2020
Next post მიხეილ ცაგარელი: 2020 წელს უამრავი კონფლიქტი, მიტინგი და მაღალჩინოსნების გადაყენება გველოდება (ინტერვიუ)