ირაკლი ღარიბაშვილი: მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის და რეგიონების განვითარებაში

Read Time:1 Minute, 16 Second

მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის და რეგიონების განვითარებაში- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 10 წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 32 მილიარდი ლარი ინფრასტრუქტურას, გზებს, ხიდებს, წყალს მოხმარდება იმისთვის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში შეიცვალოს მთლიანი სურათი. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს უნდა იყოს ევროპეიზაციის და მოდერნიზაციის გეგმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აქტიური დახმარებისთვის დონორებს მადლობა გადაუხადა.

„ვაგრძელებთ განვითარების გეგმების პრეზენტაციას. დღეს წარმოგიდგენთ ინფრასტრუქტურის და რეგიონების 10 წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციას. მე მინდა მოკლედ შევეხო კიდევ ერთხელ, თუ რას გულისხმობს ჩვენი ეს აღნიშნული გეგმები. ჩვენი გეგმის მიხედვით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ასევე რეგიონების განვითარებაში. მოგეხსენებათ, რომ დღეს ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება ქვეყანაში. ეს არის გზების, ხიდების მშენებლობა. ზოგადად, ჩვენ დავიწყეთ ყველა მუნიციპალიტეტში ურბანული განახლების პროექტები. 63-ვე მუნიციპალიტეტში დაიწყება ურბანული განახლების პროექტი, რაც გულისხმობს რეალურად ევროპული განვითარების, ევროპული სულისკვეთების შეტანას ყველა მუნიციპალიტეტში. ამას გარდა, მოგეხსენებათ, რომ გამოწვევები რჩება დღეს ჩვენს ქვეყანაში. თითქმის 3000-მდე სოფელს არ აქვს ხარისხიანი წყალი. გამოწვევად რჩება როგორც საქალაქთაშორისო, ისე შიდა გზების შენახვა- რეაბილიტაცია- აღდგენა, ასევე ცენტრალური მაგისტრალების მშენებლობის დასრულება, შესაბამისად, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და მთავარი აქცენტი სწორედ რეგიონების განვითარებაზე და განახლებაზე იქნება მომდევნო წლების განმავლობაში. 32 მილიარდი ლარი, როგორც მოგეხსენებათ, მოხმარდება რეგიონების განვითარებას, ინფრასტრუქტურას, გზებს, ხიდებს, წყალს იმისთვის, რომ რეალურად ყველა მუნიციპალიტეტში შეიცვალოს მთლიანი სურათი, მთელი ქვეყნის მასშტაბით და რეალურად, ეს უნდა იყოს ევროპეიზაციის, განახლების, მოდერნიზაციის გეგმა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს დონორებთან. მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა მათ აქტიური დახმარებისთვის“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post როგორ უნდა დარეგისტრირდეთ „ფაიზერზე“ და რამდენი დაწესებულებაა მზად იმუნიზაციისთვის
Next post ზაალ ანჯაფარიძე ნიკა მელიაზე: ურცხვად ატყუებდა საზოგადოებას, რომ არ აპირებდა თბილისის მერობაზე კანდიდატურის დაყენებას, გირაოს არ გადავიხდიო, ვერ დამიჭერთო – ყველა შემთხვევაში აღმოჩნდა ბანალური ცრუპენტელა