როგორ უნდა დარეგისტრირდეთ „ფაიზერზე“ და რამდენი დაწესებულებაა მზად იმუნიზაციისთვის

Read Time:48 Second

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, თუ როგორ შეძლებენ მოქალაქეები „ფაიზერით“ აცრისთვის რეგისტრაციას.

ფაიზერზე“ რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება როგორც რეგისტრაციის პორტალის, ასევე 1522 – ცხელი ხაზის საშუალებით პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, იმისთვის, რომ ერთიანი რიგი დავიცვათ, შემდეგ იქნება ისევ შესაძლებელი ვირტუალური რეგისტრაციაც, ასე რომ, მოქალაქეს, რომელიც ვერ მოახერხებს პორტალზე ან 1522-ზე რეგისტრაციას, შეუძლია მივიდეს სამედიცინო დაწესებულებაში, ამისთვის 37 დაწესებულებაა შერჩეული ქვეყნის მასშტაბით, ადგილების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება იმისთვის, რომ არ შეიქმნას რიგი და ყველა მსურველი დაკმაყოფილდეს მოკლე ხანში. ვინც, გასული კვირების განმავლობაში, „ფაიზერის“ პირველი დოზა გაიკეთა, მათთვის რეგისტრაცია ძალიან მალე დაიწყება და ამაზე განცხადება გაკეთდება, არანაირი შეფერხება ამ პირებს არ ექნებათ. დოზების რაოდენობა ქვეყანაში, როგორც ხედავთ, იქნება შეუზღუდავი, ჩვენ კიდევ ველოდებით მოწოდებას ძირითადი ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც მილიონზე მეტი დოზის მოწოდებას ითვალისწინებს. ასე რომ, დოზებზე შეფერხება არავის შეექმნება. „ფაიზერის“ ვაქცინის ხელმისაწვდომობა გაიზრდება, თუ ეს ადრე იყო მხოლოდ 7 დაწესებულებაში და სამ დიდ ქალაქში, ახლა „ფაიზერის“ ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება 37 დაწესებულებაში ქვეყნის მასშტაბით და მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, რეგიონულ და რაიონულ დონეზეც ჩაიტარონ ვაქცინაცია”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, სად გავრცელდა „ლამბდა“ შტამი და რამდენად საშიშია ის
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის და რეგიონების განვითარებაში