ირაკლი ღარიბაშვილი: მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება

Read Time:53 Second

პარლამენტს მივმართავთ იმის თაობაზე, რომ მოგების გადასახადი ბანკებისთვის იქნება 20%, ნაცვლად 15%-ისა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე აღარ გადავლენ, მათთვის მოგების გადასახადის არსებული სისტემა შენარჩუნდება.

„ეკონომიკური საბჭოს ფორმატში გვქონდა განხილვები და მინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ვაცნობო საზოგადოებას, მათ შორის ბიზნესსექტორს, საბანკო სექტორს. კერძოდ, ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადიან მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე. მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას. შევდივართ პარლამენტში ინიციატივით, რომ ჩანაწერი „ესტონური მოდელის“ შესახებ გაუქმდეს. ეს უბრალოდ გაუმართლებელია, წელს ბანკების სუფთა მოგება იქნება 2 მილიარდი ლარი. გარდა ამისა, პარლამენტს მივმართავთ იმის თაობაზე, რომ მოგების გადასახადი ბანკებისთვის იქნება 20%, ნაცვლად 15%-ისა. ამით 2024 წლიდან ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ. მოგების გადასახადს ბანკები გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რაც მანამდე ასე არ ხდებოდა. რა თქმა უნდა, ვაფასებთ ბანკების როლს ეკონომიკის ზრდაში, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ძალიან განვითარებული საბანკო სისტემა. ორი მსხვილი ბანკია ლონდონის საფონდო ბირჟაზე და ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მათ ხელშეწყობას, მაგრამ ეს არის მცირე კორექტივები, რომელიც შევიტანეთ კანონმდებლობაში“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ადამიანი გარდაიცვალა ომში და ამაზე ვიღაც ფარისეველი, ყალბი, გამყიდველი პოლიტიკოსები ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას
Next post პროკურატურამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პირს ბრალდება წარუდგინა