პროკურატურამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პირს ბრალდება წარუდგინა

Read Time:26 Second

საქართველოს პროკურატურამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ტოლაში მდებარე ტყის მასივში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს დანით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აცხადებენ პროკურტურაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება
Next post სალომე სამადაშვილი – სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას, მათ შორის ისეთი ნაბიჯი, რაც უკავშირდება სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას