ირაკლი ღარიბაშვილი: მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მთელი ქვეყნის გენგეგმაზე, რომ აღარ იყოს ქაოტური განვითარება. პროცესში წარმატებული ევროპული კომპანიებიც ჩაერთვებიან

Read Time:28 Second

ასევე ვმუშაობთ აქტიურად მთელი ქვეყნის „მასტერპლანზე“ ანუ გენგეგმაზე. აუცილებელია, რომ დაიგეგმოს მთელი ქვეყანა, რომ აღარ იყოს ქაოტური განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

„ჩვენ ყველა ქალაქის გენგეგმას გავამზადებთ, ბატონი ლევან დავითაშვილის უწყება აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. გვინდა, რომ ჩამოვიყვანოთ მაგარი კომპანიები, ყველაზე წარმატებული უცხოური ევროპული კომპანიები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ჩვენს ქართულ კომპანიებთან ერთად და დაიდება ერთხელ და სამუდამოდ მთელი ქვეყნის განვითარების გეგმა, ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი,“- აღნიშნა პრემიერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერი: ვმუშაობთ ერთ ებრაულ კომპანიასთან, რომელიც გამოთქვამს სურვილს, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობის ბაზაზე შეიქმნას ახალი IT-ჰაბი
Next post ნონა მამულაშვილი, რომელმაც „ნაცმოძრაობა“ 3 ნოემბერს დატოვა, პარტიის თავმჯდომარედ იყრის კენჭს