ირაკლი კოვზანაძე – „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული თემა უნდა დაიხუროს

Read Time:1 Minute, 6 Second

„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული თემა უნდა დაიხუროს – ვფიქრობ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სრულყოფილი და ამომწურავი პასუხები ექნება კითხვებზე, რაც “თიბისი ბანკს“ ეხება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, „თიბისი ბანკის“ საკითხი არის პროფესიული საკითხი.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საკითხი გადატანილია პოლიტიკურ ჭრილში და არის გარკვეული აჟიოტაჟი. ვფიქრობ, რომ ბატონმა კობა გვენეტაძემ პასუხი უნდა გასცეს კითხვებს, რაც ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით არის დაგროვილი. საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან მაღალია საკითხის მიმართ. ეს თემა უნდა დაიხუროს. ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ექნება სრულყოფილი და ამომწურავი პასუხი იმ კითხვებთან მიმართებაში, რაც “თიბისი ბანკის“ საკითხმა შეიძინა“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

რაც შეეხება ახალ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებულ საკითხს, კოვზანაძის შეფასებით, რეგულაციების ამოქმედებიდან საკმარისი დრო არ არის გასული იმისთვის, რომ სრულყოფილი შეფასებები მოხდეს.

“თუმცა თუ ცენტრალური ბანკი შეხედავს, რომ არის მნიშვნელოვანი შემცირება საცალო დაკრედიტებაში, არ გამოვრიცხავ, მიიღოს ელასტიური გადაწყვეტილება ამ მიმართულებით“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს მოუსმენენ.

გვენეტაძე “თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და საცალო დაკრედიტების რეგულაციების შესახებ ისაუბრებს, რის შემდეგ მოსმენა კითხვა – პასუხის და დებატების ფორმატში გაგრძელდება.

როგორც ცნობილია, ფრაქცია “ევროპულმა საქართველომ“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე “თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით დაიბარა. ამასთან, ფრაქციამ კობა გვენეტაძე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე საბანკო რეგულაციების თაობაზე მიიწვია. კომიტეტებში კობა გვენეტაძის მოსმენა არ გამართულა, თუმცა მან პარლამენტს მიმართა, რომ აღნიშნულ საკითხებზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოხსენება პლენარულ სხდომაზე მოესმინათ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევა – გამოკითხული მოსახლეობის 55% სრულად ენდობა ეკლესიას ან რელიგიური აღმსარებლობის ორგანიზაციებს
Next post 1815 წლის 5 აპრილს ინდონეზიაში კუნძულ სუმბავაში ვულკანი Tamboro-ს ამოფრქვევა დაახლოებით 92000 ადამიანი დაიღუპა