ირაკლი კობახიძე – უკრაინის ხელისუფლება არის ძალიან მძიმე, ომის მდგომარეობაში, ერთადერთი, რაც შეიძლება ჩვენ გამოვხატოთ, არის სოლიდარობა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ

Read Time:35 Second

უკრაინის ხელისუფლება არის ძალიან მძიმე, ომის მდგომარეობაში და ერთადერთი, რაც შეიძლება ჩვენ გამოვხატოთ, ეს არის სოლიდარობა უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მოამბის“ ეთერში განაცხადა.

კობახიძემ ვოლოდიმირ ზელენსკის დღევანდელ მიმართვაზე გააკეთა კომენტარი, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტმა შვიდ ქალაქს, მათ შორის, თბილისს მიმართა.

„მე ვუსმენდი ამ მიმართვას. ეს იყო, როგორც ჩანს საერთო მიმართვა, ყველა ქალაქს ეკუთვნოდა, რადგან აქ არ იყო დაკონკრეტებული საქართველო და ის კონტექსტი, რომელიც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას.

დღეს, რა თქმა უნდა, უკრაინა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, უკრაინის ხელისუფლება არის ძალიან მძიმე, ომის მდგომარეობაში და ერთადერთი, რაც შეიძლება ჩვენ გამოვხატოთ, ეს არის სოლიდარობა უკრაინის სახელმწიფოს მიმართ და უკრაინელი ხალხის მიმართ. ეს არის ჩვენი ძალიან მყარი პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: ჩვენთან არ არის ცხელი ომი, მაგრამ ჩვენი უსაფრთხოების საკითხები პირდაპირ დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან, ამიტომ დღეს არის მომენტი, როდესაც პარტიებმა მორატორიუმი უნდა გამოაცხადონ
Next post რუსეთმა საკუთარ ტერიტორიაზე ფეისბუქი დაბლოკა