რუსეთმა საკუთარ ტერიტორიაზე ფეისბუქი დაბლოკა

Read Time:45 Second

რუსეთის კომინიკაციების სააგენტო „როსკომანდზორმა“ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე „ფეისბუქი“  დაბლოკა. როსკომანდზორი ციტირებს „ფეისბუქის მიერ რუსული მედიისა და საინფორმაციო წყაროების დისკრიმინაციის“ 26 შემთხვევას 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ. იქვე ახსენებს ცოტა ხნის წინ ფეისბუქის მიერ რუსეთის სახელმწიფო მედიისთვის დაწესებულ შეზღუდვებს.

ფეისბუქის დაბლოკვას წინ უძღოდა მზარდი პროტესტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის თაობაზე. თუმცა, ქუჩაში გამოსულ რუსებს პოლიცია დაუყოვნებლივ აპატიმრებს. პუტინის რეჟიმი უარყოფს რაიმე გეგმებს საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ, მაგრამ განუწყვეტლივ ემუქრება მედიასაშუალებებს, რომლებიც ომის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებენ. დაგეგმილია ვიკიპედიის დაბლოკვაც.

დღესვე, რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ გამოსცა ახალი კანონი ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ „ფეიკ ნიუსების“ გავრცელების წინააღმდეგ; კანონი 15 წლით პატიმრობას ითვალისწინებს. კანონპრექტის დაანონსებისთანავე, BBC-მ განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ჟურნალისტურ საქმიანობას აჩერებს.

რუსეთში საკუთარი სერვისების შეზღუდვა უკვე მრავალმა ტექნოლოგიურმა პლატფორმამ დაიწყო. გუგლმა საკუთარ პლატფორმა იუთუბზე ევროპაში დაბლოკა რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული არხების, რაშა თუდეისა და სპუტნიკის არხები. ამავე არხების გვერდები ევროპაში დაბლოკა ფეისბუქმაც, გლობალურად კი მომხმარებლებისთვის რუსეთის სახელმწიფო მედიის რეკომენდება შეწყვიტა. რუსეთში პროდუქტების გაყიდვა შეწყვიტა ეფლმაც.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – უკრაინის ხელისუფლება არის ძალიან მძიმე, ომის მდგომარეობაში, ერთადერთი, რაც შეიძლება ჩვენ გამოვხატოთ, არის სოლიდარობა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ
Next post შალვა პაპუაშვილი: საქართველოში ქსენოფობიის გაღვივების უდიდესი საფრთხეა და ამას ნამდვილად უნდა შევეწინააღმდეგოთ, ვინაიდან ეს არ არის ჩვენი კულტურის ნაწილი