ირაკლი კობახიძე – სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის უგულებელყოფა სერიოზული პრობლემაა, აქედან გამომდინარე, სააკაშვილთან დაკავშირებით კელი დეგნანის განცხადება ძალიან სამწუხაროა

Read Time:54 Second

კელი დეგნანის განცხადება სამწუხაროა. სამართლის უზენაესობის პრინციპი როგორც აშშ-ში უნდა იყოს აქტუალური, ასეთივე აქტუალობით სარგებლობს ის საქართველოსთვისაც, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

კერძოდ, აჭარის მაუწყებლის გადაცემაში კელი დეგნანს ჰკითხეს: „თქვენ ხართ იმ ქვეყნის წარმომადგენელი, სადაც კანონი და დემოკრატია არის უზენაესი. რომელიმე ყოფილი პრეზიდენტი რომ შემოსულიყო თქვენს ქვეყანაში საზღვრის დარღვევით, როგორც შემოვიდა სააკაშვილი, იქნებოდა თუ არა ეს ქვეყნისთვის შეურაცხყოფა“. კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ „ეს ჰიპოთეტური შეკითხვაა და ალბათ ამას ვერ უპასუხებს, არ უპასუხებს“.

კობახიძის თქმით, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის უგულებელყოფა სერიოზული პრობლემაა და აქედან გამომდინარე, კელი დეგნანის განცხადება ძალიან სამწუხაროა.

„სამწუხაროა. სამართლის უზენაესობა არის უზენაესი პრინციპი და როგორც აშშ-ში უნდა იყოს აქტუალური ეს პრინციპი, ბუნებრივია, ასეთივე აქტუალობით სარგებლობს ის საქართველოსთვისაც. აქედან გამომდინარე, საქართველოსთან მიმართებით როცა ხდება სამართლის უზენაესობის პრინციპის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის უგულებელყოფა, ეს არის სერიოზული პრობლემა. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან სამწუხარო განცხადებაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავდროულად, კობახიძემ აღნიშნა, რომ თავს შეიკავებს შეფასებისგან, რატომ არ უპასუხა ელჩმა შეკითხვას.

„გამიჭირდება ამის შეფასება, უფრო სწორად, მოვერიდები შეფასებას. უბრალოდ, ვიტყვი, რომ ეს არის სამწუხარო განცხადება“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე – ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან იყო მიღებული, მათი მხრიდან იყო საქართველო სანქცირებული, თუ მოხსნიან, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ
Next post რატი ბრეგაძე – ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი