ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას ცოცხალი თავით არ უნდა, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, აქედან გამომდინარე, მომავალშიც ყველაფერს გააკეთებენ, რათა დაბრკოლება შეუქმნან 12 პუნქტის შესრულებას

Read Time:1 Minute, 3 Second

დღეს მივიღეთ სამი მოსმენით ცვლილებები რეგლამენტში, რომელიც ეხება ომბუდსმენის არჩევის წესს, რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ და ასევე ცალკეულმა უფრაქციო დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ამ ცვლილებებს.

საქმე ეხება იმას, რომ დღეს ნებისმიერ ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფს, შეუძლია, წარადგინოს კანდიდატი, აქ უკვე ერთვება დამატებითი ელემენტები შერჩევის პროცედურაში, ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციები აფასებენ კანდიდატებს კონკრეტული ქულებით და ამის შემდეგ, ჩვენ მიერ შეთავაზებული წესის მიხედვით, მხოლოდ ოპოზიციური ფრაქციები და პოლიტიკური ჯგუფები ასახელებენ კანდიდატს. ამაზე მეტი გამჭვირვალობა ბუნებრივია, ვერ იქნებოდა ჩვენი მხრიდან შეთავაზებული. საერთოდ უარს ვამბობთ შერჩევის პროცედურებში მონაწილეობაზე, მთლიანად არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციას მივანდობთ კანდიდატების შერჩევას და მხოლოდ ამის შემდეგ ვერთვებით საქმეში. როცა აქაც ცდილობ, საბაბი მოძებნო, რათა გაემიჯნო და მხარი არ დაუჭირო შესაბამის წესს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის თვითმიზანია 12 პუნქტის შესრულებისთვის ხელის შეშლა და ევროინტეგრაციის პროცესისთვის ხელის შეშლა.

პირველი მოსმენის დროს მეტმა მისცა ოპოზიციიდან ხმა ამ ცვლილებებს, შემდეგ ვიღაც ჩაერია ამ ყველაფერში, იმისთვის, რომ ოპოზიციური პარტიებს გადაეთქვათ თავიანთი გადაწყვეტილება, ომბუდსმენი ჩართო ვიღაცამ საქმეში. ომბუდსმენის მიერ გახმოვანებული პოზიციის შემდეგ, მათ უკვე უარი თქვეს მხარდაჭერაზე. მარტივი თამაში იყო დალაგებული, ამას ბავშვიც მიხვდება.

მიზანი არის, რომ მაქსიმალურად შეექმნას შეფერხება 12 პუნქტის შესრულებას და მაქსიმალურად შეექმნას შეფერხება იმ პროცესს, რომელიც უკავშირდება კანდიდატის სტატუსის მიღებას, მათ ეშინიათ ამ ყველაფრის ოპოზიციას ცოცხალი თავით არ უნდა, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, აქედან გამომდინარე, მომავალშიც ყველაფერს გააკეთებენ, რათა დაბრკოლება შეუქმნან 12 პუნქტის შესრულებას“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი – ქართველი ხალხის გარდა არავინ მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინ იყოს ხელისუფლებაში, ამიტომ, ჩვენ ვრჩებით ხელისუფლებაში, ვიდრე არ იქნება არჩევნები
Next post ლევან იოსელიანი: სახალხო დამცველის არჩევის წესზე კანონპროექტის პირველ და მეორე რედაქციას შორის არსებითი სხვაობა არ არის, რამდენიმე სიტყვაა შეცვლილი, ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, ოპოზიციის ნაწილმა რატომ შეცვალა პოზიცია