თეა წულუკიანი – ქართველი ხალხის გარდა არავინ მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინ იყოს ხელისუფლებაში, ამიტომ, ჩვენ ვრჩებით ხელისუფლებაში, ვიდრე არ იქნება არჩევნები
„ეს ახალი განცხადება, სიმართლე უნდა ვთქვა, ჯერ არ მინახავს. თუ ტრადიცია დაცულია, განცხადება არის მოცულობითი, არგუმენტებით და ფაქტებით სავსე, რასაკვირველია, მირჩევნია, ვიდრე კომენტარს გავაკეთებ, ამ განცხადებას გავეცნო. ერთი კი შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ დღეს გვყავს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, რომელიც ხელიხელჩაკიდებული ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო საბოოლოოდ, მტკივნეული პროცესის შედეგად, მაგრამ საბოლოოდ დამკვიდრდეს მსოფლიო სცენაზე, როგორც ძლიერი, სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა და სახელმწიფო, რომელსაც ვერავინ ვერ უკარნახებს, რა ჯობს ქართველი ხალხისთვის. ქართველ ხალხს თუ არ მოეწონება მთავრობა და ხელისუფლება, 2024 წელს იქნება არჩევნები, შემდეგ კიდევ იქნება ოთხ წელიწადში და არავინ სხვა, გარდა ქართველი ხალხისა, მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინ იყოს ხელისუფლებაში. ამიტომ, ჩვენ ვრჩებით ხელისუფლებაში, ვიდრე არ იქნება არჩევნები და ვიდრე ვართ ხელისუფლებაში, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და ვილტვით მშვიდობისაკენ, განვითარებისკენ, სტაბილურობისაკენ, ეკონომიკური განვითარებისკენ, რომელიც ხელისუფლების, ბიზნესის და თითოეული მშრომელი ადამიანის ძალისხმევით არის სახეზე. იმედი მაქვს ეს ასეც გაგრძელდება“, – განაცხადა წულუკიანმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში
ხმაურით დაიწყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება. კამათი ოპოზიციონერი...
თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას
საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, - ამის შესახებ „ხალხის...
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან
ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის,...
რატომ გამოიყენა მერიამ ტერმინი “არასანქცირებული” ოპოზიციის აქციასთან მიმართებით – მამუკა მდინარაძის განმარტება
რაც არ უნდა იკადრონ, მთავარია, რომ არ არსებობს იმაზე წინ არაფერი, ვიდრე საკუთარი სამშობლო, მამული, ენა სარწმუნოება, - ამის შესახებ...
პაატა მანჯგალაძე: ჩვენ იმიტომ ვართ, რომ არ გართულდეს, სინამდვილეში. ჩვენ რომ არ ვიყოთ, შეიძლება, მართლა გართულდეს და რაზე ავიღო პასუხისმგებლობა. კობახიძემ აიღოს პასუხისმგებლობა
გგონიათ, რომელიმე პოლიტიკოსის გამო არიან მოსული ეს ბავშვები აქ? ჩვენ იმიტომ ვართ, რომ არ გართულდეს, ჩვენ რომ არ ვიყოთ, შეიძლება,...
მამუკა მდინარაძე: ქართველ კაცს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს? – პატრიოტიზმი არ არის, რომ უარგუმენტოდ რაღაცას რუსული ეძახო
ქართველ კაცს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს, იქნებ პოლიციელმა ფეხი დააბიჯოს, - ამის...