ირაკლი კობახიძე: ბაკურიანის გეგმის პატარა გამოვლინება იყო ის პროცესები, რომელიც ვიხილეთ წინა კვირის განმავლობაში, ეს გეგმა კიდევ ერთხელ ჩავარდა

Read Time:42 Second

ბაკურიანის გეგმის პატარა გამოვლინება იყო ის პროცესები, რომელიც ვიხილეთ წინა კვირის განმავლობაში, ეს გეგმა კიდევ ერთხელ ჩავარდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას „იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მისი თქმით, აგენტების ლუსტრაცია არის იმის გარანტია, რომ „ენჯეოების“ მეშვეობით და დახმარებით საქართველოში „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება, ამის პრევენცია იყო საჭირო და ამის პრევენციას წარმატებით ემსახურებოდა ის დისკუსია, რომელიც კანონპროექტის გარშემო გაიშალა.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ბაკურიანის გეგმებზე. ამ გეგმის პატარა გამოვლინება იყო ის პროცესები, რომელიც ვიხილეთ წინა კვირის განმავლობაში. ეს გეგმა კიდევ ერთხელ ჩავარდა, პირველი მცდელობა იყო კანდიდატის სტატუსის არმიღების შემდეგ – ჩაუვარდათ. ახლა კიდევ ერთხელ ჩაუვარდათ ეს გეგმა. საბოლოო ჯამში ეს პროცესი, მათ შორის აგენტების ლუსტრაცია არის იმის გარანტია, რომ „ენჯეოების“ მეშვეობით და დახმარებით საქართველოში „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება. ამის პრევენცია იყო საჭირო და ამის პრევენციას წარმატებით ემსახურებოდა ის დისკუსია, რომელიც კანონპროექტის გარშემო გაიშალა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე პრეზიდენტზე: ამ ადამიანს თავისი პრინციპები მაინც აქვს და უკადრებელს მაინც არ იკადრებს
Next post ნანა კაკაბაძე: ლიბერალიზმის სახელით მოქმედი ფაშიზმი წალეკვით ემუქრება ყველაფერ იმას, რაც ჩემმა თაობამ ნაბიჯ-ნაბიჯ, დიდი შრომის ფასად აშენა ადამიანების ცნობიერებაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისთვის