იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენ ყველა ერთად, კოორდინირებული მუშაობით და ერთობლივი ძალისხმევით, პანდემიის მეორე ტალღასაც წარმატებით დავძლევთ
იოსებ ხახალეიშვილი: “ჩვენ ყველა ერთად, კოორდინირებული მუშაობით და ერთობლივი ძალისხმევით, პანდემიის მეორე ტალღასაც წარმატებით დავძლევთ“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საარჩევნო შტაბის უფროსთან თემურ ნადირაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელიასთან ერთად პირველადი ჯანდაცვის ცენტრის მედიკოსებს შეხვდა. შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა პანდემიის პირობებში მედპერსონალის განსაკუთრებულ როლსა და დამსახურებაზე გაამახვილა ყურადღება და მადლობა გადაუხადა თითოეულს იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რაც მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვაში მიუძღვით. “მოქალაქეების ჯანმრთელობა ჩვენი ხელისუფლების ნომერ პირველ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა კოვიდ 19-თან ბრძოლაში. ამასთანავე, მნიშვნელოვანია თვითონ ექიმების, როგორც ფრონტის წინა ხაზზე მდგომი პროფესიონალების, ჯანმრთელობა დავიცვათ. იმედი მაქვს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ეპიდემიოლოგების, მედიკოსების კოორდინირებული მუშაობით, პანდემიის მეორე ტალღასაც ისეთივე წარმატებით დავძლევთ, როგორიც ეს პირველი ტალღისას შევძელით“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელიც არა მარტო პანდემიასთან დაკავშირებით, არამედ მედიკოსთა ყოველდღიური საქმიანობისას არსებობს. იოსებ ხახალეიშვილმა მედპერსონალის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გოგა ხაინდრავა: დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო – მისი თავისუფლების, დემოკრატიის, ღირებულებების, სუვერენიტეტის
დღეს არ არის დრო სახლში ყოფნის და ტელევიზორში იმის ყურების, თუ რა ხდება. დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო - მისი...
ირაკლი ბათიაშვილი: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან, ურწმუნო და უსამშობლო ადამიანების ურდოების შემოსევისგან. სწორედ ამიტომ უნდა...
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ „ენჯეოებს“ ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან
„უცხოეთის ხმამაღალი განცხადებებით გადიდგულებულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლეს და ქართველ ხალხს...
გიორგი ვაშაძე: ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ. იმიტომ, რომ არ შეიძლება ძალით მოგყავდეს ხალხი და პარალელურად კომიტეტს მართავდე, რომელიც ბუნებრივ პროტესტს იწვევს...
დავით კაჭარავა: მნიშვნელოვანია, 29 აპრილის აქციაზე ყველამ დაინახოს, როგორი მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს – ეს იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს საზოგადოებას სურს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები
„ეს მკაფიო მესიჯი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ - ხალხი სწორედ იმის გარშემო უნდა გადაერთდეს, რამაც დღევანდელ დღემდე...
გიორგი გამსახურდია „ნაცმოძრაობას“: ვინც თქვენ მხარს დაგიჭერთ, ლაზარეზე უარესია
სულ რაღაც 2 დღეა დავბრუნდი, ერთი შეკრებიდან. პოლონეთის პოლიციის მთელი ხელმძღვანელობა, დანაყოფების მეთაურები, სხვა ქვეყნების ძალოვანი უწყების პირველი პირები, ყველა...