ილია მეორე მრევლს მიმართავს

Read Time:28 Second

საპატრიარქო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მრევლისადმი მიმართვას ავრცელებს.

„ხვალ, 28 ნოემბერს, იწყება საშობაო მარხვა, რომელიც 7 იანვრამდე გასტანს. ამ მარხვაში 25 დეკემბრის ჩათვლით დაშვებულია თევზი (ოთხშაბათის და პარასკევის გარდა).

ეპიდემიის მიზეზით შექმნილი ვითარების გამო, სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, იკონომიის წესით, საჭიროებისამებრ, მისცენ ნება მორწმუნეთ რძის ნაწარმის გამოყენებისა და არ შეუქმნან მათ დაბრკოლება წმ.ზიარების მისაღებად.

ასევე ვთხოვთ მრევლს, გააძლიერონ ლოცვა და, ყოველდღიური ლოცვების გარდა, დამატებით წაიკითხონ მე-3, 26-ე, 102-ე და 145-ე ფსალმუნები.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

მარხვა სინანულისა და შობა სიხარულისა გაგვითენოს უფალმა, ამინ!“ – აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალეკო ელისაშვილი: დაფინანსება მიღებული ხმების მიხედვით ანგარიშდება, შესაბამისად, თუ იღებ თანხას, აღიარებ ცესკოს დაწერილ შედეგს
Next post ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა