ილია მეორე ბრიტანეთის დედოფალს სამეფო ტახტზე აბრძანების 70-ე წლისთავს ულოცავს

Read Time:21 Second

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ მეორეს ტახტზე აბრძანების 70-ე წლისთავს ულოცავს. მილოცვის ტექსტი პატრიარქის Twitter-ზე გამოქვეყნდა.

„თქვენო უდიდებულესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფო ტახტზე აბრძანების 70 წლისთავს.

თქვენი მმართველობის პერიოდი განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესია როგორც თქვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ისე სამეფო დინასტიათა ისტორიაში.

გილოცავთ საიუბილეო თარიღს და გისურვებთ კვლავაც წარმატებულ მოღვაწეობას თქვენს მაღალ და ფრიად საპატიო მსახურებაში“, – წერია მილოცვაში.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზილფიმიანი: როგორ შეიძლება მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირო?
Next post გიორგი ბარამიძე: სააკაშვილია “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი ლიდერი, წერტილი!