გიორგი ბარამიძე: სააკაშვილია “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი ლიდერი, წერტილი!

Read Time:31 Second

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, პარტიის მიერ არჩევნებზე მიღებული ხმების 99 პროცენტი მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა. როგორც ბარამიძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში აღნიშნა, სააკაშვილი პარტიის მთავარი ლიდერია და ეს ყველასთვის ფაქტია.

“მიხეილ სააკაშვილია “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი ლიდერი, წერტილი! პარტია რა ხმებსაც იღებს, 99 პროცენტი არის მიხეილ სააკშვილის. ეს არის ფაქტი და მომავალში, რომ გაეზრდება “ნაციონალურ მოძრაობას” ხმები, ის, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის დამსახურება იქნება და ყველა იმ ადამიანის, ნიკა მელია იქნება ეს, ხატია დეკონოიძე, პეტრე ცისკარიშვილი, კობა ნაყოფია, აკო მინაშვილი თუ სხვა უამრავი, ჩვენი 109 დეპუტატი საკრებულოებში, პარლამენტის წევრები, არ აქვს მნიშვნელობა, რიგითი ადამიანები, ყველა შევიტანთ ამ გამარჯვებაში წვლილის”, – ამბობს ბარამიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია მეორე ბრიტანეთის დედოფალს სამეფო ტახტზე აბრძანების 70-ე წლისთავს ულოცავს
Next post თეა წულუკიანი: მთელი „ნაცმოხელისუფლების“ შედეგია რომ იუნესკოში ჩვენ ბაგრატი დავკარგეთ