თეა წულუკიანი: მთელი „ნაცმოხელისუფლების“ შედეგია რომ იუნესკოში ჩვენ ბაგრატი დავკარგეთ

Read Time:37 Second

ამგვარი ტიპის განცხადების გაკეთება შეუძლია რბილად რომ ვთქვა, ძალიან ფარისეველ ადამიანს, რომ თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა. მთელი „ნაცმოხელისუფლების“ შედეგია რომ იუნესკოში ჩვენ ბაგრატი დავკარგეთ, – ასე აფასებს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკა ვაჩეიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც არსებულმა ხელისუფლებამ ბაგრატის ტაძრის იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში დასაბრუნებლად საკმარისი ვერ გააკეთა.

კულტურის მინისტრი აცხადებს, რომ ბაგრატის ტაძარს დღეს არანაირი რესურსი არ აქვს, იუნესკოსთვის საინტერესო იყოს და ძეგლთა დაცვის სააგენტოს მაშინდელი ხელმძღვანელი მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის რიტორიკას ახმოვანებს.

„სტრასბურგსა და ჰააგაში საქმეები წააგეს და ამაში კი არ ხედავდნენ პრობლემას, არამედ იმაში რომ ჩვენ უნდა გამოგვესწორებინა. ბაგრატის ჯერიც დამდგარა ახლა. რომ ჩვენ დავაშავეთ, ამოვაღებინეთ, მაგრამ ქართული ოცნება არ ცდილობს ამის გამოსწორებას ეს არის სინდისთან მწყრალი განცხადება. რომ არა ჩვენ გელათიც ვერ დაბრუნდებოდა იუნესკოში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ბარამიძე: სააკაშვილია “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი ლიდერი, წერტილი!
Next post გიორგი ვოლსკი მელიას განცხადებაზე: არ ვიცი ტრაგიზმი დავარქვა თუ კომედია