იენს სტოლტენბერგი – ახლა უკრაინელების დანებებაზე საუბრის დრო არ არის, ეს იქნება ტრაგედია უკრაინელებისთვის, ასევე საშიში იქნება ყველა ჩვენგანისთვის

Read Time:26 Second

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებას გამოეხმაურა. სტოლტენბერგმა ამის შესახებ „როიტერთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„თუ ჩვენ გვსურს, მივაღწიოთ გრძელვადიან სამშვიდობო გადაწყვეტას მოლაპარაკებების გზით, მისკენ გზა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე გადის“, – ამბობს სტოლტენბერგი.

როგორც ნატო-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რაც მოლაპარაკებების მაგიდასთან ხდება, განუყოფლად არის დაკავშირებული ბრძოლის ველზე სიძლიერესთან.

„ახლა უკრაინელების დანებებაზე საუბრის დრო არ არის. ეს იქნება ტრაგედია უკრაინელებისთვის. ეს ასევე საშიში იქნება ყველა ჩვენგანისთვის“, – ასე უპასუხა სტოლტენბერგმა ჟურნალისტის კითხვას, ნიშნავდა თუ არა მისი რეაქცია იმას, რომ ახლა „თეთრ დროშაზე“ საუბრის დრო არ იყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჩარკვიანი გვარამიაზე: შუა ხალხი არასდროს მისცემს ხმას ყოფილ პროკურორებს, ყოფილ განათლების მინისტრს
Next post ქუჩები, სადაც შუქი გაითიშება – ნახეთ ჩამონათვალი