იანვრის თვეში FAO-ს ფასების ინდექსი გაიზარდა, თუმცა ხორცზე ფასები შემცირდა
7 თებერვალი 2020 – FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს – იანვრის ჩათვლით, მეოთხე უწყვეტი თვე იზრდებოდა.
ფასების ინდექსი დეკემბრის თვიდან 0.7-ით გაიზარდა და 182.5 ქულა შეადგინა, რაც 11.3%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ფასების ზრდა განპირობებული იყო მცენარეულ ზეთზე, შაქარს და მარცვლეულზე მოთხოვნის ზრდით.
პალმის, სოიოსა და მზესუმზირის ზეთზე ფასების ზრდის შედეგად იანვარში, მცენარეულ ზეთზე ფასების 7%-იანი ზრდა და ბოლო სამი წლის მანძილზე ყველაზე მაღალი ნიშნული დაფიქსირდა. ფასების ზრდაზე გავლენა იქონია, კორონა ვირუსის გამო საერთაშორისო ვაჭრობაში, კერძოდ კი ინდოეთსა და მალაიზიას შორის გაჩენილმა სირთულეებმა.
5.5%-ით გაიზარდა შაქრის ფასების ინდექსიც, რისი მთავარი მიზეზი პროდუქტის ექსპორტიორ ქვეყნებში შაქრის დაგეგმილზე ნაკლები წარმოება იყო. ამავდროულად, ზრდაზე გავლენა იქონია: ბრაზილიაში, შაქრის მთავარ მწარმოებელ ქვეყანაში, ადგილობრივი რეალის გაუფასურებამ და შაქრის ლერწმის ტექნიკურ, კერძოდ კი ეთანოლის მისაღებად გამოყენება.
სამომხმარებლო კალათის სხვა პროდუქტებთან შედარებით, იანვრის თვეში 4%-ით შემცირდა ხორცის ფასების ინდექსი, რომელმაც ბოლო 11 თვის მანძილზე პირველად აჩვენა კლების ტენდენცია. ფასის კლების მთავარი მიზეზი ჩინეთის მხრიდან შემცირებული იმპორტი და აღმოსავლეთის ქვეყნებში საქონლისა და ღორის ხორცის მაღალი მარაგები იყო.
2.9%-ით გაიზარდა FAO-ს მარცვლეულის ფასებიც. იანვრის თვეში ყველაზე მაღალი ფასი, ხორბალზე დაფიქსირდა რასაც რიგითობით მოყვა სიმინდი და ბრინჯი. ფასების ზრდის მიზეზი, რიგ ქვეყნებში აღნიშნულ მარცვლეულზე გაზრდილი მოთხოვნა წარმოადგენდა.
0.9%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი, რაც ყველზე, კარაქსა და აღდგენილ რძეზე გაზრდილი მოთხოვნით იყო ნაკარნახები.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ტრისტან სარალიძე ცოცხალია ეს წუთია ვესაუბრე, ჩემი ვარსკვლავი ძამიკო კარგადაა და ყოველთვის კარგად იქნება
წუხელ, მსახიობ ტრისტან სარალიძის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია. მალევე, სოციალურ ქსელში დაიწერა, რომ მსახიობი თურქეთშია და მკურნალობის კურსს გადის....
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია მეტროსადგურებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს. აღნიშნული ინფორმაცია არ...
მეტი გამჭვირვალობა, სტაბილურობა მხოლოდ და მხოლოდ დაგვაახლოებს ევროპულ ღირებულებებთან, რადგან ეს ერთ-ერთი მთავარი დასავლური ფასეულობაა – კახური ტრადიციული მეღვინეობა ჯგუფის დამფუძნებელი
კახური ტრადიციული მეღვინეობა „KTW” ჯგუფის დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. როგორც...
დემოკრატიის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი გამჭვირვალობაა, რომლის გარეშეც ამ სისტემის ფუნქციონირება წარმოუდგენელია. გამჭვირვალობა ჯანსაღი მოვლენაა – ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილი
მინდა გამოვეხმაურო ბოლო დროს საზოგადოებაში განვითარებულ მოვლენებს. რეგიონში ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარებაა შექმნილი, რომელიც არნახული გამოწვევების წინაშე აყენებს ჩვენს ქვეყანას. ასეთ...
საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე საზოგადოებას სიტყვით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიმართავს
დღეს რუსთაველის გამზირზე „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება. პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება 18:00 საათიდან დაიწყება. მთავარი გზავნილი იქნება: მამული, ენა, სარწმუნოება,...
რობერტ სტურუა: ქვეყანაში ახლა მიდის ბრძოლა ფულისთვის – ასე რომ უყვარდეთ ქართველებს ფული, არ ყოფილა საუკუნეების განმავლობაში
მე მიმაჩნია, რომ უკვე ჩაიდინა დიდი შეცდომა ამ ოპოზიციამ. თუ არავინ უშლიდა ხელს მათ გამოსვლას, სტვენას, ყვირილს, პოლიციელებზე შეტევას, რატომ...