იაგო ხვიჩია: ნიკა გვარამიას საქმის დასრულებას ვურჩევდი, მისი საქმე არც სტრასბურგში იყო წასაღები

Read Time:1 Minute, 0 Second

ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკური იყო. როგორ შეიძლება, „ნაცმოძრაობის“ მთავარი პროპაგანდისტის საქმე პოლიტიკური არ ყოფილიყო, რომელიც იმ მუხლით დაიჭირეს, რომლითაც ციხეში სხვა არავინ ზის და არც მჯდარა, თუმცა სტრასბურგის სასამართლო განსახილველად ყველა პოლიტიკურ საქმეს არ იღებს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას ადგილზე რომ ყოფილიყო, ამ საქმეს არ გაასაჩივრებდა.

„ნიკა გვარამიას ვურჩევდი, რომ ამ საქმის დასრულება სჯობს. ეს საქმე არც სტრასბურგში არ იყო წასაღები. ჩვენ პოლიტიკოსები ვართ და ამ ქვეყანაში უნდა ვცდილობდეთ, სასამართლო ავაწყოთ. ჩემი აზრით, ჩვეულებრივი ადამიანები საერთაშორისო სასამართლოების იმედად ვერ იქნებიან. საქმეების უდიდესი ნაწილი სხვადასხვა მოტივით განსახილველად არ მიიღება. ვფიქრობ, „გასაჩივრე ისევ“ ასე შეიძლება დასრულდეს არა იმიტომ, რომ გვარამია მტყუანია ან მართალი, არამედ იმიტომ, რომ ასეთი სახის ისტორიები ეფექტური არ არის. მის ადგილზე, ამ საქმეს არ გავასაჩივრებდი. გვარამიამ უნდა გადაწყვიტოს, სამართლებრივ დავაზე რა სამართლებრივ სტრატეგიას აირჩევს. სტრასბურგში განსახილველად ჩვეულებრივი საქმეები არ მიიღება და არ ვიცი, გვარამიას და მის ადვოკატებს რომელ შემთხვევასთან ჰქონდათ საქმე. რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკური იყო. როგორ შეიძლება, „ნაცმოძრაობის“ მთავარი პროპაგანდისტის საქმე პოლიტიკური არ ყოფილიყო, რომელიც იმ მუხლით დაიჭირეს, რომლითაც ციხეში სხვა არავინ ზის და არც მჯდარა. როგორ შეიძლება, ეს საქმე თავისი შინაარსით პოლიტიკური არ ყოფილიყო, თუმცა სტრასბურგის სასამართლო განსახილველად ყველა პოლიტიკურ საქმეს არ იღებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ყაველაშვილი: ფეხბურთის ძალა გვაერთიანებს, ფეხბურთს კიდევ უფრო მეტი წარმატების მოტანა შეუძლია
Next post კახა კალაძე: საზოგადოებამ არ იცის და ვიტყვი, ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი ჩარტერული რეისით ჩამოიყვანა, რომ გუნდთან ერთად დროულად მომზადებულიყვნენ – ასეთ დამოკიდებულებებს კი, მოაქვს შედეგი