თურქეთი უკრაინასა და რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების სტამბოლში ჩატარებას სთავაზობს

Read Time:29 Second

თურქეთი უკრაინასა და რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების სტამბოლში ჩატარებას სთავაზობს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, ანკარა აგრძელებს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მშვიდობიანი გადაწყვეტის მხარდაჭერას და მზად არის, შესთავაზოს პლატფორმა შესაბამისი „მოლაპარაკებებისთვის“.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ომის მესამე წელს ვიწყებთ და მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, მშვიდობის დამყარების მიმართულებით საკმარისი პროგრესი არ არის მიღწეული. მე ვრჩები იმის მომხრე, რომ დიპლომატიას და დიალოგს მიეცეს ომის დასრულების სამართლიანი შესაძლებლობა“, – განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, ანკარა „ძირითადად მხარს უჭერს“ უკრაინის მიერ შემოთავაზებულ „მშვიდობის ფორმულას“.

„მეორე მხრივ, ჩვენ მზად ვართ, კვლავ შემოგთავაზოთ მოლაპარაკებების მაგიდა, რომელიც ადრე მოვაწყეთ სტამბოლში მშვიდობის დამყარებისთვის“, – აღნიშნა ერდოღანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიდ დიღომში 37 წლის მამაკაცს ეძებენ
Next post ანა წითლიძე: სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული პრობლემა ამ ხელისუფლებიდან არ დაწყებულა, ნამდვილად ჩვენი მძიმე ჯვარიც არის