თორაძეების ოჯახის მკვლელობის საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ს შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა

Read Time:40 Second

 

თორაძეების ოჯახის მკვლელობის საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა.
„თამარ თორაძე, რომელმაც ძმები თორაძეების მკვლელობის საქმეზე გამოძიების მოთხოვნით საქართველოს პროკურატურას მიმართა, ამერიკის მოქალაქეა. ამის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა“, – განუცხადეს გენერალურ პროკურატურაში “ინტერპრესნიუსს”, რითაც 28 წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმის დეტალებთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხეს.
ცნობისთვის, თორაძეების ოჯახის ტრაგედია 1992 წელს მოხდა. არსებული ინფორმაციით, თორაძეები “მხედრიონს” დაუპირისპირდნენ. 1992 წლის თებერვალში ძმებ თორაძეებს ლაშას, კახასა და იმედოს, ასევე მათ მეგობარს, “მხედრიონმა” ნუცუბიძის პლატოზე ცეცხლი გაუხსნა. 3 მარტს, ზაურ თორაძე, იზო ქურხულ-თორაძე და დაჭრილი ლაშა თორაძე ვერის სასაფლაოსთან ჩაცხრილეს. მას შემდეგ, ძმები ზაზა და პაატა თორაძეები უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან. მკვლელობას სხვებთან ერთად შეესწრო თორაძეების მცირეწლოვანი და თამარ თორაძე, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.
აღნიშნული საქმე ამ დრომდე გამოძიებული არ არის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი – ბადრი ვადაჭკორიას ფოტორეპორტაჟი
Next post საქართველოს ათას მოსახლეზე უფრო მეტი ჰოსპიტალური საწოლი აქვს, ვიდრე შვედეთს და დანიას, თან თბილისი ხუთჯერ უფრო მეტად უსაფრთხოაკრიმინალური მაჩვენებლებით, ვიდრე პარიზი ან ლონდონი